ბაზისბანკის მხარდაჭერით, მესტიაში სათხილამურო ტურნირი „თეზოს თასი 2024“ გაიმართა
ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სვანეთში, ზურულდის მთაზე, ულამაზესი პანორამული ხედებისა და სვანური კოშკების ფონზე, თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური შეჯიბრი - „თეზოს თასი 2024“ მეათედ გაიმართა.
სათხილამურო შეჯიბრი ქალ და მამაკაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის გიგანტურ სლალომში გაიმართა. შეჯიბრში გამარჯვებულ სპორტსმენს, ბაზისბანკისგან, ფულადი პრიზი გადაეცა.
„ბაზისბანკის და „თეზოს თასის“ პარტნიორობა წლების განმავლობაში გრძელდება და აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებას. თეზო ჯაფარიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის საქმეში. ყოველწლიურად, ნამდვილი დღესასწაული ეწყობა სვანეთში და უამრავი ქართველი თუ უცხოელი სტუმარი ერთიანდება და პატივს მიაგებს თეზოს ხსოვნას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ ულამაზესი სპორტის პოპულარიზაციაში და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ სპორტული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით.“ - აღნიშნა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.