მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკის მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ქართული თეატრის ამბავი ანუ...“ გაიმართა

news image
mbc image

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს ქვეყნის შემოქმედებითი ცხოვრებისა და კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საზოგადოებამ წელს კიდევ ერთხელ იხილა გამორჩეული პროექტი, ნიკოლოზ წულუკიძის სპექტაკლი „ქართული თეატრის ამბავი ანუ…“, რომელიც ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიასა და მნიშვნელობას ეძღვნება.

უცნობი ისტორიები, უნიკალური ფოტოები და პირადი მოგონებები, რომლებიც აქამდე არცერთ საძიებო სისტემასა თუ საარქივო სივრცეში არ მოიპოვებოდა, ნიკოლოზ წულუკიძემ წლების წინ ერთიან შემოქმედებით კონცეფციად შეკრა და მაყურებელს სპექტაკლის სახით წარუდგინა. 5 მაისს რუსთაველის ეროვნულ თეატრში მისულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეძლო გამორჩეული სპექტაკლის ნახვა, ასევე ამ დღეს გაიმართა ამავე სპექტაკლზე დაფუძნებით შექმნილი წიგნის “ქართული თეატრის ამბავის” პრეზენტაცია.

„ქართული თეატრის ისტორია არ არის მხოლოდ წარსული, ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ სპექტაკლი “ქართული თეატრის ამბავი ანუ…”, რომელიც თეატრალურ ამბებს აერთიანებს. ეს არის მულტიმედიური მცდელობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი კულტურული ფესვები. მადლობა ბაზისბანკს ამ პროექტის გვერდით დგომისთვის. მათი სოციალური პასუხისმგებლობა და კულტურისადმი ერთგულება გვაძლევს საშუალებას, ჯეროვნად დავაფასოთ ჩვენი ისტორია და მივიტანოთ მაყურებლამდე”- განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.

“თანამედროვე სამყაროში ბიზნესის როლი მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვზრუნავთ ქვეყნის კულტურულ პროგრესზეც და დიდი პატივია ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ერთდროულად აცოცხლებს თეატრალურ ისტორიას და გზას უხსნის ახალ შემოქმედებით ძიებებს. “ქართული თეატრის ამბავი ანუ…” გამორჩეულია თავისი უნიკალური ამბებით, მიხარია, რომ მაყურებელმა კიდევ ერთხელ შეძლო ამ სპექტაკლის სცენაზე ხილვა. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელოვნების სფეროს აძლიერებს და ქართული თეატრის ისტორიას აცოცხლებს.“- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა