ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, 23-27 სექტემბერს, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულმა თეატრმა კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს, „თბილისურ ბროწეულებს“ უმასპინძლა.
თბილისური ბროწეულები ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და საერთაშორისო მასშტაბით გამოირჩევა. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა მსოფლიო თეატრალურ სივრცეში აღიარებული რეჟისორებისა და არტისტების საუკეთესო ნამუშევრებს იტალიიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან.
თეატრალური ფესტივალი რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მემკვიდრეობას ეძღვნება, რომელმაც ხუთი დღის განმავლობაში თეატრალური ხელოვნების მოყვარულები და სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. თბილისური ბროწეულები მხარს უჭერს კულტურული დიალოგის გაღრმავებას, კამერული და მონოსპექტაკლების ჟანრის პოპულარიზაციასა და ქართული და საერთაშორისო თეატრალური დასების დაახლოებას.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში კულტურული და ხელოვნების პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი სფეროს განვითარებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების გამრავალფეროვნებას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
30.09.2026.18:31
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში მოსწავლეების მიღება 1 ოქტომბერს სრულდება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
რატომ STEM სკოლა?
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა საქართველოში STEM განათლების მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
ამასთან, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ყოველწლიურად 90 მოსწავლეს STEM სკოლაში სწავლას უფინანსებს - 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 კი - 50%-იან გრანტს იღებს.
ინფორმაციისთვის, უკვე 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა STEM სკოლის კურსი, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.