ბაზისბანკის მხარდაჭერით სავაჭრო ცენტრ იდეალის ახალი შოურუმი გაიხსნა
სავაჭრო ცენტრი იდეალი 20 წელია საქართველოში სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების ბაზრის ლიდერია და მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების, სააბაზანო ოთახის მოწყობისა და შენობის რემონტისთვის განკუთვნილი მოსაპირკეთებელი მასალების ფართო არჩევანს.
ბაზისბანკის მხარდაჭერით და EBRD–ის Cash Back პროგრამის ფარგლებში, იდეალის ბრენდის ქვეშ, კახეთის გზატკეცილი 83ა-ში, ახალი შოურუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების მრავალფეროვანი პროდუქცია.
სავაჭრო ცენტრ იდეალის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს სარემონტო მასალების ხარისხიანი პროდუქცია და ხელი შეუწყოს კედლის და იატაკის, აბაზანის და ინტერიერის დიზაინისთვის საჭირო თანამედროვე ტენდენციების დანერგვას და განვითარებას საქართველოში.
სავაჭრო ცენტრი იდეალი მესამე ათწლეულია მყარად ინარჩუნებს პრიორიტეტებს, ესენია უმაღლესი ხარისხი, კომფორტი და თანამედროვე დიზაინი ინტერიერში.
ბაზისბანკის, როგორც სანდო და საიმედო ბიზნეს პარტნიორის მხარდაჭერით და ბანკის მთლიანი გუნდის გვერდით დგომით, სამომავლოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება
ბაზისბანკის და იდეალის პარტნიორობის ვიდეო ისტორია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.