ბაზისბანკის მხარდაჭერით წეროვანში გამწვანების აქცია #დავრგესიცოცხლე გაიმართა
მიიღე გამოწვევა #დავრგესიცოცხლე, შემოუერთდი საყოველთაო აქციას და გაამწვანე პლანეტა - სწორედ ამ სლოგანით გრძელდება გამოწვევა, რომელიც ბაზისბანკის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია სოლომისას ორგანიზებით განხორციელდა.
წეროვანის დასახლების მოსწავლეთა ახალგაზრდული სახლის ინიციატივით, მოსწავლეებმა თავიანთ დასახლებაში დაიწყეს პლანეტის გამწვანება. წეროვანი ნიშანდობლივი ადგილია იმ მხრითაც, რომ დასახლება სულ რამდენიმე წელია გაშენდა და მოსახლეობას მეტი ჟანგბადი და სიმწვანე ესაჭიროება.
ამ წამოწყებით მოსწავლეებმა მაგალითი მისცეს თანატოლებს და გარემოს გამწვანების ინიციატივა გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სახელწოდებით - #დავრგესიცოცხლე. ერთი ხის დარგვა თითო სიცოცხლის დაბადებას უტოლდება, რომელიც თავად გვაწვდის სასიცოცხლო ჟანგბადს.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ადრეული ასაკიდანვე გაიაზრეს პასუხისმგებლობა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და მოსწავლეები მოუვლიან თავიანთ დარგულ სახელობით ხეებს.
„როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, ჩვენ მუდმივად ჩართული ვართ და მხარს ვუჭერთ მსგავს გარემოსდაცვით აქტივობებს. იდეის დაბადებისთანავე მოსწავლეების წამოწყების გვერდით დავდექით და მომავალშიც მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებასა და ახალ თაობაში გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი მიდგომების უნარების ჩამოყალიბებაში.“ - თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.