მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკმა EFSE და GGF ფონდისგან 20 000 000 ევროს სუბორდინირებული და გრძელვადიანი მწვანე სესხი მიიღო

news image
mbc image

ბაზისბანკს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის ევროპულ ფონდს (EFSE) და Green for Growth Fund (GGF) ფონდს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება. დაფინანსების პაკეტი მოიცავს EFSE-ს მიერ გამოყოფილ 10 მილიონი ევროს ოდენობის და GGF-ის მიერ გამოყოფილ 5 მილიონი ევროს ოდენობის 7-წლიან სუბორდინირებულ სესხს, რომელიც მეორადი კაპიტალის რესურსის გამყარებას და ბანკის მიერ დაკრედიტების გაფართოებას,  განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მდგრადი ინვესტიციებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

ბაზისბანკს, 2024 წლის 24 ივნისს  GGF-თან,  ასევე, დადებული აქვს გარიგება, 5 მილიონი ევროს ღირებულების გრძელვადიანი მწვანე რესურსის მოზიდვაზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბანკის E&S პრაქტიკის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანას და მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინიციატივების წახალისებასა და მხარდაჭერას.

EFSE და GGF-თან ბაზისბანკის წარმატებული პარტნიორობა 2018-19 წლებში დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა, ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში მწვანე და ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების პრაქტიკის გაფართოებას. მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობით, ბაზისბანკი, EFSE და GGF განაგრძობენ ბიზნესის განვითარებაში გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაფართოებას,  ეკონომიკისთვის მეტი რესურსების გამოყოფას, რასაც, თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებაში შეაქვს წვლილი.

„ბაზისბანკის სტრატეგიული პარტნიორობა EFSE-სთან და GGF-თან, კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქციით გრძელდება, რომელიც კიდევ მეტად გააძლიერებს ბაზისბანკის კაპიტალის ბაზას და მცირე და საშუალო ბიზნესებს გაუზრდის ხელმისაწვდომობას შეღავათიან დაფინანსებაზე. GGF-თან და EFSE-სთან ჩვენი მჭიდრო გრძელვადიანი თანამშრომლობა, ბაზისბანკის განვითარების გზაზე, ნდობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ბაზარზე 30-წლიანი წარმატებული მოღვაწეობით,  ჩვენ შევქმენით წამყვანი ძლიერი ფინანსური ბრენდი, რომელიც ემსახურება ბიზნესისა და საცალო კლიენტების საჭიროებებს. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მუდმივი მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ პროექტზე ვიმუშავებთ ერთობლივად“. – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

"ბაზისბანკთან მჭიდრო პარტნიორობა განამტკიცებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდგრადი ზრდის ხელშეწყობი ჩვენს საერთო ვალდებულებას. ბაზისბანკის სტრატეგიული ინიციატივების მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ მდგრადობას რეგიონში. ჩვენ ერთად ვაშენებთ უფრო ძლიერ და ინკლუზიურ ფინანსურ ეკოსისტემას." - აღნიშნა EFSE-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეა ჰაგმანმა:

„აღნიშნული პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს სწრაფვას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მწვანე ფინანსირების გაღრმავებისკენ. ბაზისბანკის კაპიტალის გაძლიერებით, ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ მათ ზრდას, არამედ გზას ვუხსნით უფრო მნიშვნელოვან მდგრად ინვესტიციებს.“ - აღნიშნა საიმონ გუპთამ, GGF-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

ბაზისბანკის პარტნიორების - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის ევროპული ფონდის და Green for Growth Fund-ის შესახებ, ასევე Finance in Motion-ის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდებს.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა