მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკში ბიზნესისთვის გადარიცხვების Visa B2B Connect პლატფორმა დაინერგა

news image
mbc image

ბაზისბანკი განაგრძობს კორპორატიული და ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლების მხარდაჭერას და, ამჯერად, Visa-სთან კოლაბორაციით, საერთაშორისო გადარიცხვების სწრაფ და ინოვაციურ Visa B2B Connect პლატფორმას სთავაზობს.

Visa B2B Connect შემუშავებულია სპეციალურად ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ბაზისბანკის ბიზნეს და კორპორატიულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ საერთაშორისო გადარიცხვები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, შემდეგ ვალუტებში: USD, EUR, GBP, CHF.

Visa B2B Connect-ის მეშვეობით საერთაშორისო გადარიცხვები ხორციელდება საბანკო ანგარიშებს შორის. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იურიდიულ და მეწარმე ფიზიკურ პირებს.

"ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ქვეყანაში, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ინოვაციური და ალტერნატიული პროექტების დანერგვას ბანკის ბიზნეს მიმართულების გასაძლიერებლად. ამჯერად, Visa-სთან პარტნიორობით, B2B Connect პლატფორმა დავნერგეთ, რომელიც დაფუძნებულია Visa-ს რეპუტაციასა და გამოცდილებაზე. მისი საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს ბიზნეს სეგმენტის კლიენტებისთვის განვახორციელოთ საერთაშორისო გადარიცხვები უსაფრთხო, გამჭირვალე და ინოვაციური გზით.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

„მოხარული ვარ, რომ Visa-ს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და საერთაშორისო ციფრული გადარიცხვების განვითარების გზაზე, ბაზისბანკი შემოუერთდა. ბაზისბანკი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მეამაყება, რომ Visa B2B Connect ბიზნეს მომხმარებლებისთვის დანერგა. მჯერა, რომ ეს პლატფორმა გაზრდის უსაფრთხო და სწრაფ საერთაშორისო გადარიცხვებს და ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითარებას. Visa B2B Connect არის უსაფრთხო და გამჭვირვალე პლატფორმა, რომელიც უპრეცედენტოდ ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო B2B გადახდებს, რაც ქართულ ბიზნესებს უცხოური ბაზრების უკეთ ათვისებაში დაეხმარება და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს.“ - Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე.

ასევე, Visa და ბაზისბანკს შორის ურთიერთპარტნიორობაზე კომეტარი გააკეთა Visa B2B Connect-ის CEMEA-ს ხელმძღვანელმა ვიშალ ვირმანმა: „მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკთან თანამშრომლობით ვაფართოებთ Visa B2B Connect-ის ქსელს საქართველოში და  მხარს ვუჭერთ ბაზისბანკის ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლებს. ბაზისბანკის   გაწევრიანება Visa B2B Connect სისტემაში არის წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის საერთაშორისო გადარიცხვების ეკოსისტემის განვითარების გზაზე. აღნიშნული თანამშრომლობა მხარს უჭერს ციფრულ ტრანსფორმაციას და ზრდის ეფექტურობას ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ კორპორატიულ კლიენტებს შორის.“

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა