ბაზისბანკთან პარტნიორობით მორიგი მასშტაბური პროექტი, ვერიტა ქავთარაძე შენდება
ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია Well House • ველ ჰაუსი ახალ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ვერიტა ქავთარაძეს აშენებს.
მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტულ საცხოვრებელს და სრულად აღჭურვილ ბიზნეს ცენტრს - იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას განტვირთვასა და პროდუქტიულობას ანიჭებს, რაც უზრუნველყოფს დინამიურ გარემოს მობინადრეებისთვის. კომპლექსი გამორჩეულია არქიტექტურით, მოპირკეთებულია ვენტილირებადი ფასადით, რაც უზრუნველყოფს როგორც ესთეტიურ მიმზიდველობას, ასევე მის გამძლეობას. ფართო აივნები და უმშვენიერესი პანორამული ხედები კი მრავალფუნციონირებასთან ერთად საცხოვრებელ კომპლექსს ჰარმონიულს ხდის.
პრემიუმ კლასის კომპლექსი ვერიტა ქავთარაძე ქალაქის ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე, პ. ქავთარაძის 22-ში მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსდება ჰიპერმარკეტი, აფთიაქი, სპორტული დარბაზი და სხვა. პრემიუმ კლასის კომპლექსში მოწყობილი იქნება რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედანი, 2 დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, კონსიერჟის მომსახურება, დაცული და უსაფრთხო ეზო. ყოველივე ეს კი ქმნის კომფორტულ და მობინადრეების საჭიროებებზე მორგებულ გარემოს.
Verita Kavtaradze-ში ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
სხვა სიახლეები
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გვანცა ზადიშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
15.08.2026.20:45
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
გვანცა ზადიშვილის ისტორია არ გაჩერების ნათელი მაგალითია, რომელიც გვაჩვენებს, რომ თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.
დღეს გვანცა მსოფლიო თასის გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანია.
გვანცასთვის ფარიკაობა მალევე იქცა იმ საქმედ, რომლის დათმობაც აღარ უნდოდა. ვარჯიშმა და შეჯიბრებებმა თანდათან მისი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და სპორტულმა შედეგებმაც არ დააყოვნა.
მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 2023 წელს, პიზაში მოვიდა. საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გვანცამ მსოფლიო თასის გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს გამარჯვება გვანცას კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა, მას შემდეგ მან კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწია - გვანცამ ინდივიდუალურ ასპარეზზეც არაერთხელ შეძლო საერთაშორისო ტურნირებზე მედლის მოპოვება და საკუთარი შედეგების გაუმჯობესება.
2026 წლის ივნისში, მერსინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, გვანცამ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპორტსმენად ჩამოყალიბდა.
გვანცასთვის ეს შედეგები მხოლოდ სტატისტიკა არ არის. თითოეული მედლის უკან დიდი შრომა, ძალისხმევა და მონდომება დგას. თითოეული გამარჯვება კი იმ გზის გაგრძელებაა, რომელიც გვანცამ სპორტში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად გაიარა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?
ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკის მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
გვანცას ისტორია კი აჩვენებს, რომ ჩემპიონობა ერთი კონკრეტული მედლით ან ერთი შეჯიბრებით არ განისაზღვრება. ის იქმნება წლების განმავლობაში მიღწეული შედეგებით, მუდმივი განვითარებით და მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერებით.
გვანცა უკვე მზად არის შემდეგი გამარჯვებისთვის.
ჩემპიონები უკვე მზად არიან,
ახლა ბრენდების ჯერია.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?