ბაზისბანკთან პარტნიორობით „ომნია ისნის“ მე-15 ბლოკი შენდება
ბაზისბანკი განაგრძობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, დეველოპერული კომპანია ომნია საქართველო, ახალი დეველოპერული პროექტის - ომნია ისნის მე-15 ბლოკის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 4.3 მილიონი აშშ დოლარია, ბაზისბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 3.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ომნია საქართველოს მთავარი ორიენტირი ინოვაციურობა, მშენებლობის უმაღლესი ხარისხი და ბედნიერი მაცხოვრებელია.
ომნია პირველი მასშტაბური პროექტია ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 116-ში მდებარეობს, რომელიც 82,700 კვ.მ.-ზე გაშენებული, თვისობრივად ახალი საცხოვრებელი უბანია. ტერიტორია 16 საცხოვრებელ კომპლექსს, საბავშვო ბაღსა და მრავალფუნქციურ შენობებს ერთმანეთთან 60,000 კვ.მ. რეკრეაციული, მწვანე სივრცით აკავშირებს. უბნის მაცხოვრებლებისთვის გათვალისწინებულია 1,500-მდე საპარკინგე ადგილი, უსაფრთხოების სერვისი და კონსიერჟის მომსახურება. მშენებლობა 2 ეტაპად დასრულდება და უბანი სრულად 8 წელში გაშენდება.
მე-15 ბლოკის მშენებლობა 2027 წლის ივლისში დასრულდება და მომავალ მობინადრეებს მწვანე კარკასის კონდიციაში ჩაბარდება. ბინების მინიმალური ფართი 58კვ.მ.-დან იწყება.
ომნია ისნის ევროპული ხარისხით აშენებულ მწვანე სამეზობლოში, ყველაფერია ჰარმონიული და კომფორტული ცხოვრების შესაქმნელად. მე-15 ბლოკში ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ
იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.