ბაზრის 70%-ს ვფარავთ, ვგეგმავთ წარმადობის ზრდას - „ჰერბია“
„ჰერბია“ განაგრძობს ზრდასა და განვითარებას. 2024 წელს თვიდან-თვემდე კომპანიის წარმადობა და გაყიდვები 15-20%-ით იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ მიმდინარე წელს კომპანიის საქმიანობის შეფასებისას განუცხადა.
„ჰერბიას“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა სუპერმარკეტსა და მსხვილ ჰიპერმარკეტებში იყიდება. ვგეგმავთ ახალი პროდუქტების წარმოებას, ეს პროექტი 2025 წელს დაიწყება“,- აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.
2025 წელს კომპანია ერთ ჰექტრამდე სათბურის გაშენებას გეგმავს, რადგან ბაზარზე „ჰერბიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.
„ინვესტიციების ნაწილს მოვიზიდავთ, წარმადობის ზრდასთან ერთად გაიზრდება გაყიდვები, ასევე დაფარვის ზონა. ჩვენი გეგმაა 20-25%-ით გაიზარდოს გაყიდვები, შესაბამისად უნდა გაიზარდოს წარმადობა, ასევე ლოგსტიკა და დისტრიბუცია“,- აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.
ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.