მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბბ დაზღვევამ, ავიაკომპანია ჯეოსქაის და მაივეი ეარლაინსს, საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში უპრეცედენტო - 145 000 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა

news image
mbc image

ბაზისბანკი, ქვეყნის ერთ ერთი ლიდერი საფინანსო ინსტიტუტია და ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს ბბ დაზღვევას და ბბ ლიზინგს.

ბბ დაზღვევა ბაზარზე ლიდერია საავიაციო რისკების დაზღვევის ჭრილში და თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს კომპანიებთან, როგორებიც არიან ავიაკომპანია ჯეოსქაი, მაივერ ეარლაინსი და სხვა. თანამშრომლობს მხოლოდ A რეიტინგის მფლობელ კომპანიებთან, სადაც გადაზღვეულია ყველა საავიციო მიმართულება, მსოფლიოს წამყვან, სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე გადამზღვევ კომპანიებთან

2023 წლის აპრილში, ფაქტიურად ომის დაწყების წინა დღეს,  მაივეი ეარლაინსის 2 და ავიაკომპანია ჯეოსქაის 1 საჰაერო ხომალდი ახორციელებდა რეგულარულ ფრენებს და იმყოფებოდა სუდანის დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტში. სწორედ ამ დროს, სუდანში დაიწყო სამოქალაქო ომი და ეპიცენტრში აღმოჩნდა კონკრეტულად ის აეროპორტი, რომელშიც ავიაკომპანიების ხომალდები იყო ბაზირებული.

მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის ტერიტორიიდან შეუძლებელი იყო საჰაერო ხომალდების არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მაინც მოხერხდა ფოტო-ვიდეო მასალის მოპოვება და მათი მეშვეობით, ზიანის დაფიქსირება და შეფასება. აეროპორტში მდგომი სამივე ხომალდის ზარალი აღიარებულ იქნა, როგორც სრული განადგურება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბედნიეროდ ეკიპაჟის არცერთი წევრის ჯანმრთელობა საფრთხე არ შექმნია.

ზარალის დაფიქსირების დღიდან ბბ დაზღვევის გუნდი, პარტნიორებთან ერთად, ჩაერთო  ზარალის დარეგულირების პროცესში, როგორც საბროკერო კომპანია მალაკუტთან, ვისი მეშვეობითაც ჯეოსქაის მფლობელობაში მყოფი ხომალდი იყო გადაზღევული, როგორც ლონდონის ლოიდსის სინდიკატებში, ასევე საერთაშორისო A რეიტინგის მქონე გადამზვეველ კომპანიებთან. ასევე, პარალელურად მოლაპარაკეკებს აწარმოებდა ზარალის დარეგულირებაზე, მაივეის 2 თვითმფინავზე, რომლებიც პირდაპირ იქნა გადაზღვეული მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო ჩინურ კომპანია პინგ ან-ში.

ჯამურად, ბბ დაზღვევის მიერ, ანაზღაურდა 145 მილიონი ლარის ზარალი, რაც  საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში, არის რეკორდული მაჩვენებელი, რამაც დაამტკიცა ბბ დაზღვევის, როგორც მდგრადი, სანდო, მოქნილი და კლიენტზე ორიენტირებული კომპანიის იმიჯი.

იხილეთ ვიდეო ისტორია

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა