ბბ დაზღვევის მოგება 2023 წელს 44%-ით გაიზარდა
ბბ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სტაბილური კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და ქმნის ღირებულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ კორპორაციულ და საცალო სადაზღვევო პროდუქტებს.
2023 წელს, ბბ დაზღვევის წმინდა მოგებამ 3.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (IFRS სტანდარტით). ბბ დაზღვევის მიერ მოზიდული პრემია 20.6 მილიონ ლარს შეადგენს, პრემიის ზრდა 2022 წელთან შედარებით კი 20%-ს შეადგენს.
2023 წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 9.3% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 21.9%. აღსანიშნავია, რომ ბბ დაზღვევა მომგებიანობის ჭრილში სექტორზე მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს (2023 წელს, სადაზღვევო სექტორის ROE 19.8%-ს შეადგენს).
ბბ დაზღვევა ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საავიაციო დაზღვევის ბაზარზე და 2023 წლის მონაცემებით ბაზრის 45% წილს ფლობს.
2023 წლის განმავლობაში ბბ დაზღვევის მიერ 1200-მდე სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალის ოდენობამ ჯამურად 38 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანია ბბ დაზღვევა ყოველწლიურად განაგრძობს სტაბილურ ზრდას და სადაზღვევო ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ ყოველწლიურად მოგებით ასრულებს წელს. დაარსების დღიდან კი 11.2 მილიონი ლარის მოგება აქვს გენერირებული.
„ბბ დაზღვევა ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანიაა და ფინანსურ სექტორში წარმოდგენილი ვართ ბანკის, დაზღვევისა და ლიზინგის მიმართულებებით, რაც ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ვქმნით სადაზღვევო პროდუქტებს სხვა ფინანსურ პროდუქტებთან ერთად. მაგალითად, ავტო ლიზინგის პროდუქტი მოიცავს ავტომობილის დაზღვევას, აღჭურვილობის იმპორტის ლიზინგს ავტომატურად მოჰყვება ტვირთის დაზღვევა. ამიტომ ჩვენი სადაზღვევო ბიზნეს მოდელი შერწყმულია სხვა ფინანსურ პროდუქტებთან. ეს კისაშუალებას გვაძლევს ბაზარზე ვიყოთ ფინანსური ჰოლდინგი, რომელიც მომხმარებელს კონკურენტულ პროდუქტებს სთავაზობს.
ბბ დაზღვევა 2024 წელს კიდევ უფრო დიდი და ამბიციური გეგმებით შეხვდა. მომხმარებლისთვის ვქმნით მეტად დახვეწილ და მათ პრიორიტეტებზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას ისე, რომ მნიშვნელოვნად გაუმარტივდეთ ყოველდღიურობა და, რაც მთავარია, რეალურად დაიცვას ისინი გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან“, – ბბ დაზღვევის გენერალური დირექტორი, კოტე სულამანიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.