BDO-სა და Tech Association of Georgia-ს ორგანიზებით, საერთაშორისო კომპანიებისა და დამსაქმებლებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
BDO-სა და Tech Association of Georgia-ს ორგანიზებით, საერთაშორისო კომპანიებისა და დამსაქმებლებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც შრომითი მიგრაციის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიეძღვნა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია განახლებული რეგულაციების, უცხოელი პროფესიონალების დასაქმებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პროფესიული განმარტებები ბიზნესისთვის პრაქტიკულ საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ერთობლივი ინიციატივების განვითარებასა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„დღეს გაიმართა ღონისძიება ტექნოლოგიების ასოციაციასა და BDO-ს პარტნიორობით და ორგანიზებით. აღნიშნული ღონისძიება დაეთმო მიგრაციულ კანონმდებლობას, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კომპანიებისათვის. მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიური კომპანიები გარკვეულ რაოდენობა უცხოელ ემიგრანტებს ასაქმებენ, სწორედ ამიტომ ის საკმანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სულ ახლახანს შევიდა ძალაში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სექტორისათვის და სწორედ ამიტომ ჩვენ, ჩვენი წევრებისათვის გავაკეთეთ BDO-ს მხარდაჭერით ამ ღონისძიების ორგანიზება“,- აცხადებს თორნიკე სულაბერიძე, Tech Association of Georgia - ს თავჯდომარე.
„ამ ღონისძიებაზე ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც შეეხო ყველა იმ ინდუსტრიას, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვყავს უცხოელი დასაქმებულები. შესაბამისად, მიმოვიხილეთ ის რეგულაციები, რომლებიც სულ ახლახანს შევიდა ძალაში და შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანიც გააჩინა ბიზნეს წრეებში პროცედურულ ნაწილში, შინაარსობრივ ნაწილში და სწორედ ამის შეჯამება და მიმოხილვა გავაკეთეთ იმიტომ რომ ჩვენი კომპანია თავიდანვე იყო ჩართული ამ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, გვქონდა გარჩეული დეტალურად, დამუშავებული და პერიოდულად ჩვენს კლიენტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ვაწვდიდით ხოლმე პატარ-პატარა საინფორმაციო ბიულეტენებს ამის შესახებ და ეს შეხვედრაც ამისი ერთგვარი შეჯამება იყო კონკრეტულად ტექნოლოგიების ასოციაციის წევრებისათვის“,- აღნიშნავს დავით გელაშვილი BDO-ს პარტნიორი, BDO ლეგალის ხელმძღვანელი.
BDO-ს შესახებ
BDO წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც უკვე 25+ წელია ბაზარზე ლიდერისპოზიციას ინარჩუნებს. წლების განმავლობაში, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების რეიტინგში, BDO საქართველო სტაბილურად პირველ ადგილს იკავებს, რაც კომპანიის ძლიერი პოზიციის, გამორჩეული მომსახურებისადა ბაზარზე არსებული მაღალი ნდობის მკაფიო დასტურია.
200-ზე მეტი პროფესიონალითა და ძლიერი გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა დატერიტორიაზეა წარმოდგენილი, BDO კლიენტებს სთავაზობს აუდიტორული, საგადასახადო, იურიდიული და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს.
2025 წლის დეკემბრიდან BDO საქართველო BDO CCA-ის წევრია. ახალი, ერთიანი, რეგიონული ფირმა აერთიანებსსაქართველოს, სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის რეგიონულშესაძლებლობებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მასშტაბს.
სხვა სიახლეები
ზუგდიდსა და ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება
22.05.2026.10:09
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მდგრადი ურბანული განვითარების პროექტის (SUD) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, ზუგდიდსა და ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება.
30 მაისს გამოფენას ზუგდიდი უმასპინძლებს, ხოლო 13 ივნისს ბათუმი.
ღონისძიება წელს პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ენერგოეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებების პოპულარიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და საზოგადოების ინფორმირება იმ პრაქტიკული გზების შესახებ, რომლებიც ენერგიის დაზოგვასა და გარემოზე ზრუნვას ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ყოველდღიურის ნაწილად აქცევს.
ენერგო ეფექტური გამოფენის მთავარი კომპონენტი ადგილობრივი კომპანიების ეკო პროდუქციის ექსპო იქნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:
• გაეცნონ ენერგოეფექტურ და განახლებად ტექნოლოგიებს;
• მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე სამშენებლო მასალებისა და ეკოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ;
• დაათვალიერონ ადგილობრივი კომპანიებისა და მწარმოებლების ინოვაციური პროდუქტები;
• ჩაერთონ ინტერაქციულ აქტივობებსა და პრაქტიკულ დემონსტრაციებში.
გამოფენაზე სტუმრობა საინტერესო იქნება, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, მშენებლობით, რემონტითა და თანამედროვე ეკოლოგიური გადაწყვეტილებებით დაინტერესებული ნებისმიერი ვიზიტორისთვის.
ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე შექმნილი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.
გელოდებით პირველ გამოფენაზე ზუგდიდში
30 მაისი - ზუგდიდის ბულვარი
გაიგე მეტი: https://bit.ly/4dHHsQ4