Beauty Success Georgia - CashBack - ის ახალი მეგობარი!
სიახლე ლიბერთის იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც განსაკუთრებულად უყვარს პარფიუმერია, კოსმეტიკა და თავის მოვლის პროდუქტები: Beauty Success Georgia ლიბერთის ლოიალობის პროგრამის, CashBack - ის პარტნიორი გახდა.
Beauty Success Georgia - თავაზობს თავის მომხმარებლებს ფრანგული პროდუქტებისა და ბრენდების ფართო არჩევანს, მათ შორის ლუქს ბრენდებს: Dior, Guerlain,
Givenchy, Kenzo, Lancome, Versace, Estee Lauder, YSL, Elie Saab, Cacharel, Armani,
Emanuel Ungaro, Valentino, Prada, Mugler, Payot, Novexpert, Thalgo, Baija, Biotherm და სხვა. გარდა ამისა, კომპანიას აქვს ექსკლუზივი ნიშ პარფიუმერიის ისეთ ბრენდებთან როგორიცაა Lorenzo Pazzaglia (ლორენცო პაცალია), NICOLAI (ნიკოლაი), Olfactive Studio (ოლფაქტივ სტუდიო), Pierre Guillaume (პიერ გიომი).
ლიბერთის მომხმარებლებისთვის Beauty Success Georgia - ში იმოქმედებს მუდმივი ქეშბექი 5%, ხოლო ახალი წლის დღეებში - ელოდებათ განსაკუთრებული სიურპრიზები.
შეგახსენებთ, რომ ქეშბექის მისაღებად საჭიროა:
გადმოიწერეთ CashBack - ის აპლიკაცია და დაიბრუნეთ ყველაზე მაღალი ქეშბექი თქვენს ანგარიშზე მომენტალურად:
iOS | https://apple.co/3IXIyc7
Android | https://bit.ly/3rxPiay
* წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | https://apple.co/3IXIyc7 Android | https://bit.ly/3rxPiay
ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.