მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

ბებიები, ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები - საქართველოს ბანკის საგაზაფხულო კამპანია

news image
mbc image

ბებიები ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები და ტკბილი მოგონებების შემქმნელები არიან.

მარტის თვე ხშირად დედებზე საუბარს ეთმობა. წელს კი საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, საგაზაფხულო კამპანია ბებიებისთვის მიეძღვნა, რადგან ყველა დედის დღე ხომ ბებიის დღეცაა.

სწორედ ამიტომ, წლევანდელი კამპანია ეხება იმ ქალებს, რომლებიც ოჯახების უხილავი საყრდენები არიან - მათ, ვინც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებენ, ოჯახურ ისტორიებს ინახავენ და სიყვარულს ყოველდღიურობად აქცევენ.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ გვახსენებს ბებიების განსაკუთრებულ როლს ჩვენს ცხოვრებაში და იმას, რომ ეს ადამიანები ყველაზე მეტ სიყვარულს იმსახურებენ.

“ბებიები ჩვენი ბავშვობის ჯადოსნური მოგონებების ავტორები არიან და სწორედ მათთან ასოცირდება ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები. ამიტომ გადავწყვიტეთ, მარტის თვე მიგვეძღვნა იმ ქალებისთვის, რომლებიც თაობებს სიყვარულით აკავშირებენ, ზრუნვას უსასრულოდ, უპირობოდ გასცემენ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ. მიგვაჩნია, რომ ყოველი დედის დღე ბებიის დღეცაა, ამიტომ, ჩვენი წლევანდელი საგაზაფხულო კამპანიის მთავარი გმირები სწორედ ბებიები არიან”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image USDT-ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank-ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი

21.09.2026.15:08

Silk Bank მობაილბანკში კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს აფართოებს. მომხმარებლებს, რომლებსაც აქამდე კრიპტოს ყიდვა და გაყიდვა შეეძლოთ, უკვე USDT-ის გადარიცხვის ფუნქციაც ექნებათ.

ახალი სერვისის ამოქმედებას ბანკი სპეციალური შეთავაზებით იწყებს. შეზღუდული დროით Silk Bank-ის მობაილბანკში მომხმარებლები USDT-ს 0% საკომისიოთი შეიძენენ და ასევე საკომისიოს გარეშე გადარიცხავენ.

USDT სტაბილური ქოინია, რომლის ღირებულება აშშ დოლართან არის მიბმული. მისი გამოყენება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კრიპტოაქტივი არა მხოლოდ შეიძინონ ან გაყიდონ, არამედ სხვა მისამართზე გადარიცხვისთვისაც გამოიყენონ. Silk Bank-ის ახალი ფუნქციის მთავარი მიზანიც სწორედ ამ პროცესის გამარტივებაა. მომხმარებელს USDT-ის შეძენა და გადარიცხვა პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლია, დამატებითი პლატფორმების გამოყენების გარეშე. კამპანიის პერიოდში კი ორივე ოპერაციაზე 0%-იანი საკომისიო იმოქმედებს.

Silk Bank-ის კრიპტოს ფროდაქთ ოუნერის ალექსანდრე დგებუაძის თქმით, სტაბილური ქოინების როლი გლობალურ გადარიცხვებში სწრაფად იზრდება და მათი გამოყენება სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს.

„ტენდენცია ცალსახაა. გლობალური გადარიცხვების ლანდშაფტი იცვლება და სტაბილური ქოინები ამ ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილია. უკვე ვხედავთ, რომ სტაბილური ქოინებით შესრულებული ტრანზაქციების მოცულობა Visa-სა და Mastercard-ის მაჩვენებლებსაც უსწრებს და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ზუსტად ერთი წლის წინ Silk Bank-მა, პირველად საქართველოში, მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა შესთავაზა. დღეს ამ შესაძლებლობას USDT-ის გადარიცხვაც ემატება. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ კრიპტოაქტივი გადარიცხვის საშუალებადაც გამოიყენონ.

ამ პროდუქტის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გაგვეხადა. სწორედ ამიტომ ახალი სერვისის გაშვებას სპეციალური შეთავაზებით ვიწყებთ. შეზღუდული დროით USDT-ის გადარიცხვა 0%-იანი საკომისიოთი იქნება შესაძლებელი“, – ამბობს კრიპტოს ფროდაქთ ოუნერი ალექსანდრე დგებუაძე.

ახალი ფუნქციით სარგებლობა პირდაპირ Silk Bank-ის მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. მომხმარებელი ირჩევს USDT-ის შეძენის ან გადარიცხვის ოპერაციას და კამპანიის მოქმედების პერიოდში ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე ასრულებს.
ამ სიახლით Silk Bank-ის მობაილბანკში კრიპტოაქტივების გამოყენების შესაძლებლობები კიდევ ერთი ფუნქციით ფართოვდება. ყიდვა-გაყიდვის შემდეგ მომხმარებლებისთვის უკვე USDT-ის გადარიცხვაც ხელმისაწვდომია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა