„ბებოს ლავაში“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
„ბებოს ლავაში“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრია. შპს “ლიგა+“ , რომელსაც მომხმარებელი იცნობს მისი საფირმო სახელწოდებით „ბებოს ლავაში“, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. 2014 წლიდან პატარა საოჯახო ბიზნესი დღეს ქართული ბაზრის ლიდერად იქცა.
შპს “ლიგა+“ -ის პროდუქცია სრულად წარმოებულია საქართველოში. „ბებოს ლავაში“– 100% ქართული პროდუქტია.
კომპანიის მისიაა აწარმოოს უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტი და მოსახლეობას მიაწოდოს ჯანსაღი, ადგილობრივი პროდუქცია. ასევე, ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ წინსვლას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://gdba.ge/news/261
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.