Bekauri Family Vineyards-მა საექსპორტო ბაზრები გააფართოვა
Bekauri Family Vineyards -მა საექსპორტო ბაზრები გააფართოვა , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ბექაურმა განუცხადა.
„გავაფართოვეთ საექსპორტო ბაზრები და პირველად ჩვენი პროდუქცია შევიტანეთ რუსეთის ბაზარზე. გარდა ამისა, გავაქტიურდით ევროპის ბაზარზეც - ავსტრიასა და ესპანეთში. კერძოდ, ესპანეთში ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია რამდენიმე ქართულ რესტორანში.
მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს საწყობი ავსტრიაში და იქიდან მარტივად ვაგზავნით ჩვენს პროდუქციას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში “, - აღნიშნავს ანზორ ბექაური.
კომპანია სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.
„სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებას ვგეგმავთ - ცქრიალა ღვინისა და ჭაჭის დამატებას. სამუშაო პროცესები უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, საწარმო ახმეტაში, ზემო ხოდაშენში მდებარეობს. კომპანია სტაბილურად 10 ადამიანს ასაქმებს. რთველის პერიოდში კი დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.
სხვა სიახლეები
30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება
16.10.2026.15:57
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია.
წელს ღონისძიება 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ ახალ გამოცემებს; დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდნენ ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
ამასთან, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, მათ შორის:
• სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით გადახდისას იმოქმედებს 20%- იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);
• PLUS ბარათით გადახდისას კი დაგერიცხებათ ათჯერ მეტი PLUS ქულა.
გახსოვდეთ, Student Card-ის და PLUS Card-ის შეთავაზება უნდა გაიაქტიუროთ მობილბანკში. sCool Card-ის შეთავაზება კი sCoolApp-ში.
შეთავაზებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების ორგანიზატორია ექსპოჯორჯია
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერია