Bene Exclusive-ის 2026 წლის პირველი 6 თვე - გიორგი გოგლიძე კომპანიის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე
ბენე ექსკლუზივისთვის 2026 წლის პირველი ნახევარი სიახლეებით,ოპერაციული მასშტაბებითა და დატვირთვით გამორჩეული იყო. გაიზარდა მოთხოვნა პრემიუმ ტრანსპორტირების სერვისზე,როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრების მხრიდან.
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გოგლიძე Business Insider Georgia-სთან ბენე ექსკლუზივის 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
ბატონო გიორგი,როგორ შეაფასებდით Bene Exclusive-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
მსხვილ სპორტულ აქტივობებს, საერთაშორისო ტურნირებს, კულტურულ თუ სამთავრობო ღონისძიებებს ბენე ექსკლუზივი უკვე წლებია ოფიციალურად უწევს სატრანსპორტო მხარდაჭერას, თუმცა 2026 წლის პირველი ნახევარი ოპერაციული მასშტაბებითა და დატვირთვით ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა.
შევასრულეთ საკმაოდ კომპლექსური და საპასუხისმგებლო პროექტები. ყველა მათგანის ჩამოთვლა რთულია, თუმცა გამოვყოფდი ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორებიცაა Kanye West-ის კონცერტი, RAF-ის ღონისძიება, RKENA, მსოფლიოს შესარჩევი ფეხბურთში, მსოფლიოს შესარჩევი კალათბურთში, თბილისისს საერთაშორისო ფინანსური სამიტი და სხვა მრავალი.
გარდა ამისა, თავად ვიყავით Mercedes Benz-ის ოფიცალური ბიზნეს ღონისძიების ორგანიზატორები, სადაც ვუმასპინძლეთ კერძო სექტორის, სახელმწიფო ინსტიტუტების, საბანკო და სადაზღვევო სფეროდან ლიდერებს. ღონისძიებას 500-მდე სტუმარი ესწრებოდა და 30-ზე მეტი წამყვანი ქართული და საერთაშორისო კომპანია უჭერდა მხარს.
წელი არ დასრულებულა, წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი და წინასწარ დაგეგმილი პროექტი გველოდება. თუმცა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ 6 თვეში 150 000-ზე მეტი პრემიუმ-კლასის ტრანსფერი განვახორციელეთ, რამაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 20%-იანი ზრდა აჩვენა.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა პრემიუმ სატრანსპორტო მომსახურებაზე წლის პირველ ნახევარში? რომელ მიმართულებებზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი აქტივობა?
მუდმივად მზარდია მოთხოვნა საერთაშორისო სეგმენტის მხრიდან - ჩვენს მიერ განხორციელებული ტრანსფერების 70% სწორედ საერთაშორისო სტუმრებზე მოდის (დიპლომატები, ოფიციალური დელეგაციები, სპორტსმენები, არტისტები და ინვესტორები).
რეალურად,თანაბრად მაღალი დატვირთვა გვაქვს პრემიუმ ტრანსპორტირების ყველა ძირითად მიმართულებაზე: სპორტული ღონისძიებების სატრანსპორტო მხარდაჭერა, არტისტების ტრასპორტირება თუ მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრები. ამ ეტაპზე ყველა ეს მიმართულება სრული სიმძლავრით ოპერირებს.
რა იქნება Bene Exclusive-ის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში? რა გეგმები გაქვთ სერვისების, ავტოპარკისა და ახალი მიმართულებების განვითარების თვალსაზრისით?
პირველ რიგში გაზრდილი ოპერაციული მასშტაბების ფონზე, წლის მეორე ნახევარში Bene Exclusive-ის მთავარი ფოკუსი იქნება მომსახურების უმაღლესი სტანდარტისა და საიმედოობის შენარჩუნება.
მნიშვნელოვანად გაიზრდა მოთხოვნა საოპერაციო ლიზინგზე, რომელიც ჩვენთვისაც სიახლეა და წელს დაგვემატა ეს სერვისი. B2B სექტორში კორპორატიულ ავტოპარკზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმარულებაზე.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის?
2026 წლის მთავარი ბიზნეს ამოცანა კომპანიისთვის ოპერაციული მასშტაბირება და პორტფელის დივერსიფიკაციაა.
მიხარია, რომ თუკი დღეს პრემიუმ ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ ბენე ექსკლუზივი პირველი კომპანიაა, რომელიც აუდიტორიას ახსენდება. პირველ რიგში იმ ხარისხისა და სტანდარდის შენარჩუნებაა ჩვენთვის პრიორიტეტი, რომელსაც შექმნის დღიდან მივყვებით. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე დავამატეთ ახალი მიმართულება საოპერაციო ლიზინგი და წლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ყველა მიმართულებამ, რომელსაც ბენე ექსკლზუივი დღეს მომხმარებელს სთავაზობს იმუშაოს სინქრონულად და ორგანიზებულად.
ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორობები წინ გვაქვს, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
23.10.2026.19:57
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.
eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:
• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina