მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.7
-0.0076
flag
AZN 1.5396
-0.0005
flag
CNY 38.807
-0.0012
flag
EUR 3.0191
-0.0014
flag
GBP 3.5318
-0.0079
flag
KZT 56.26
0.0002
flag
TRY 0.0548
0
flag
USD 2.6171
-0.001
news banner

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის

news image
mbc image

25%-მდე ფასდაკლება პროდუქტებსა და სერვისზე - თეგეტა ყოფილ თანამშრომლებზე ზრუნვის ახალ პროგრამას იწყებს. კომპანიის გადაწყვეტილებით ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში „თეგეტა ჰოლდინგში“ უმუშავიათ, შესაძლებლობა ექნებათ, „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური პირობებით ისარგებლონ. ახალი შეთავაზება ყოფილი თანამშრომლებისთვის იმავე ტიპის ბენეფიტებს მოიცავს, რომლებითაც ამჟამად მოქმედი თანამშრომლები სარგებლობენ.
პროგრამა ავტოსერვისსა და ავტოპროდუქტებზე გავრცელდება, მათ შორის საბურავებზე, აკუმულატორებზე, ავტონაწილებსა და ავტომობილის მოვლის საშუალებებზე. ყოფილი თანამშრომლები პროდუქტებსა და სერვისზე 20-დან 25%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება იმოქმედებს ერთიანად ან ეტაპობრივად განხორციელებულ, ჯამში, 2 500 ლარამდე ღირებულების შენაძენზე. აღნიშნული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ 4 000 ლარამდე დანახარჯზე ფასდაკლება 10%-მდე შემცირდება. 4 000 ლარის შემდეგ კი მომხმარებლები სტანდარტული პირობებით ისარგებლებენ.
ინიციატივა მხოლოდ კომერციული შეთავაზება არ არის და ის პირდაპირ უკავშირდება „თეგეტას“ კორპორაციულ კულტურას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადამიანებზე ზრუნვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაა.

ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თანამშრომლებზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ეს პროგრამაც თანამშრომლებისთვის მხარდაჭერის მიზნით შევქმენით. უკვე მრავალი წელია, „თეგეტაში“ მუშაობა განსაკუთრებულ გამოცდილებად მიიჩნევა. ეს არის გარემო, სადაც ადამიანები პროფესიულად იზრდებიან და საერთო წარმატებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

4 000 ლარი დღევანდელი ფასებით, საშუალო სტატისტიკურად, ერთი ავტომობილის წლიური მოვლის სრულ ხარჯს უტოლდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში თავიანთი ავტომობილების ფინანსურად ხელსაყრელ პირობებში მოვლის შესაძლებლობას იღებენ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში აქ უმუშავიათ, კვლავ იგრძნონ, რომ კომპანიას ეს შრომა ახსოვს, აფასებს და თითოეული მათგანი კვლავაც ღირებულია. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს შეთავაზება - მადლიერებისა და ზრუნვის ნიშნად, რათა მათ კომპანიასთან თანამშრომლობის დასრულების შემდეგაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, „თეგეტელობის“ განცდა შეინარჩუნონ. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს კომპანიასა და ადამიანებს შორის“.

პროგრამაში ჩართვა სპეციალური ბაზის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელიც კომპანიის HR დეპარტამენტს აქვს მომზადებული და სადაც წლების განმავლობაში დასაქმებული თანამშრომლების მონაცემებია დაცული.

ამ ეტაპზე შეთავაზება მხოლოდ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ადგილზე მისვლისას იმოქმედებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ინიციატივა, პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის

14.08.2026.15:47

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა