Benefits-ი Global Banking & Finance Awards-ის გამარჯვებულია
სადაზღვევო კომპანია Benefits • ბენეფიტსი Global Banking & Finance Awards-ის გამარჯვებულია. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, Benefits-მა საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის ნომინაციაში გაიმარჯვა.
„ბენეფიტსმა ბრიტანული გავლენიანი გამოცემის “Global Banking & Finance Awards”-ის 2024 წლის დაჯილდოებაზე საქართველოში საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის ნომინაციაში გაიმარჯვა - (Benefits Global Protector)
ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი აღნიშნულ ნომინაციაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმარჯვებს, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს, გავაგრძელოთ ხარისხისა და სერვისის უმაღლესი სტანდარტის შენარჩუნება“, - აღნიშნავენ Benefits-ში.
დაჯილდოების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/y988J
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.