მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია Benefits ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს და ბაზისბანკთან ახალ პარტნიორობას იწყებს.

კომპანიებს შორის გაფორმებული შეთანხმება სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. Benefits-ისთვის ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია - ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად განავითაროს სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც მათ მომსახურებებსა და მომხმარებლების საჭიროებებს მოერგება.

“2026 წლიდან აქტიურად ვავითარებთ სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებას და ვაფართოებთ თანამშრომლობას საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორთან. ამ მიმართულებით, 15 ოქტომბრიდან უკვე ბაზისბანკთანაც დავიწყეთ თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობა უკვე მეორე წელია გრძელდება კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით და ახლა სიცოცხლის დაზღვევასაც მოიცავს. ჩვენთვის პრიორიტეტულია ფინანსურ სექტორთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და სადაზღვევო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა“, — აღნიშნავს ანა შავგულიძე, Benefits-ის კომერციული და ბიზნესის განვითარების დირექტორი.

„სადაზღვევო კომპანია Benefits-თან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადადის. კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ეფექტური პარტნიორობის შემდეგ, სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების ინტეგრირება კიდევ უფრო გააფართოებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური და სადაზღვევო სერვისების სპექტრს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის, საიმედო და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება. ძლიერ და გამოცდილ პარტნიორთან ერთად, დარწმუნებულები ვართ, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შექმნის როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის.“ - მარეხ საჯაია, ბაზისბანკის საცალო საკრედიტო პროდუქტების მფლობელი.

საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევიდან ახალ პროდუქტებამდე

Benefits-ის გეგმები მხოლოდ საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევით - Credit Life-ით არ შემოიფარგლება. კომპანია სხვადასხვა ტიპის დაფინანსებასთან დაკავშირებული სადაზღვევო გადაწყვეტილებების განვითარებას გეგმავს: სამომხმარებლო, ავტო და იპოთეკური სესხების გარდა, იგეგმება მიკროსესხებისა და სალომბარდე სესხების დაზღვევაც. თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები ქონებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც განიხილება. მიზანია, პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს საკუთარი მომსახურებების შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება შეეძლოთ.

მზარდი ბაზარი და თანამშრომლობის შესაძლებლობები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სიცოცხლის დაზღვევაში მოზიდული პრემია 2024 წლის 109.1 მლნ ლარიდან 2025 წელს 129 მლნ ლარამდე გაიზარდა. Benefits მზარდ ბაზარზე განვითარებას პარტნიორული ქსელის გაფართოებითა და ახალი პროდუქტების შექმნით გეგმავს. ბაზისბანკთან თანამშრომლობა კი ამ მიმართულებით კომპანიის მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Hamptons & Soles-ს პროფესიონალური მოვლის მიმართულებას აძლიერებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

29.10.2026.12:00

ბრენდული ჩანთების, ფეხსაცმელებისა და ქურთუკების დელიკატური წმენდისა და რესტავრაციის კომპანია Hamptons & Soles მომსახურების განვითარებასა და პრემიუმ ნივთების პროფესიონალური მოვლის მიმართულების გაძლიერებას აგრძელებს. კომპანიამ, რომელიც მომხმარებლებს ტანსაცმლის ქიმწმენდის სერვისსაც სთავაზობდა, ახალი მიმართულების შემდეგ გადაწყვიტა, ძირითადი აქცენტი ფეხსაცმლისა და ჩანთების მოვლაზე, SAPHIR-ის პროფესიონალური საშუალებების გაყიდვებსა და საგანმანათლებლო პროექტებზე გააკეთოს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Hamptons & Soles-ის დამფუძნებელმა ირაკლი ბაღოშვილმა განუცხადა.

როგორია Hamptons & Soles-ის მიმდინარე სიახლეები - რა შეიცვალა კომპანიაში ბოლო პერიოდში ახალი სერვისის დამატების შემდეგ?

ბოლო პერიოდში ჩვენი მთავარი აქცენტი მომსახურების განვითარებასა და მომხმარებლის თანამედროვე ცხოვრების რიტმზე მორგებაზეა. დღეს ხარისხთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დრო - განსაკუთრებით საქმიანი ადამიანებისთვის, რომელთა ყოველდღიურ იმიჯშიც მოვლილ ფეხსაცმელს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე, დავნერგეთ ფეხსაცმლის სწრაფი წმენდისა და მოვლის ახალი სერვისები, მათ შორის ზამშის სწრაფი მოვლის პროგრამა და კლასიკური ფეხსაცმლის პროფესიონალური მოვლა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, რათა შეძლოს ჩვენი მომსახურებით რეგულარულად, საჭიროებისამებრ და მინიმალური დროის დანახარჯით სარგებლობა, ხარისხზე კომპრომისის გარეშე.

ამით გარკვეულწილად ვცვლით მომხმარებლის დამოკიდებულებასაც: ფეხსაცმლის პროფესიონალური მოვლა არ უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ დაზიანებას ან რესტავრაციის საჭიროებას. ის უნდა გახდეს რეგულარული პროცესი, რომელიც ნივთის ესთეტიკურ იერსა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.

პარალელურად ვავითარებთ ფრანგული ბრენდის SAPHIR-ის პროფესიონალური მოვლის საშუალებების საცალო გაყიდვებს, რათა მომხმარებელს ნივთების სწორად მოვლის შესაძლებლობა სახლშიც ჰქონდეს.

ჩვენი სტრატეგიაა, Hamptons & Soles ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ რესტავრაციის სერვისად, არამედ პრემიუმ ნივთების პროფესიონალური მოვლის კომპლექსურ ცენტრად.

როგორია მომხმარებლების მხრიდან ახალი ქიმწმენდის სერვისის მოთხოვნა და რამდენად გაამართლა „ერთი ფანჯრის“ პრინციპმა?

ახალი მიმართულებების დამატებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ მომხმარებლის ინტერესი, არამედ ისიც, რამდენად შეესაბამება კონკრეტული მომსახურება კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიასა და ხარისხის სტანდარტებს.

ტანსაცმლის ქიმწმენდის დამატება ჩვენი მომსახურების გაფართოების ერთ-ერთი ეტაპი იყო. გვინდოდა შეგვეთავაზებინა მოდელი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი სხვადასხვა ტიპის ნივთის მოვლას ერთ სივრცეში შეძლებდა.

თუმცა ახალი მიმართულების პრაქტიკულმა შეფასებამ მოგვცა შესაძლებლობა, გადაგვეხედა პრიორიტეტებისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება, ტანსაცმლის ქიმწმენდის სერვისი აღარ გაგვეგრძელებინა და ყურადღება იმ მიმართულებებზე გაგვემახვილებინა, სადაც ჩვენი პროფესიული გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა ყველაზე ძლიერია.

ეს არ ნიშნავს „ერთი ფანჯრის“ კონცეფციაზე უარის თქმას. პირიქით, ფეხსაცმლისა და ჩანთების მიმართულებით ეს მოდელი ჩვენი საქმიანობის საფუძველია.

მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს დელიკატური წმენდა, პროფესიული მოვლა, ტექნიკური შეკეთება და ესთეტიკური რესტავრაცია.

ჩვენი მიდგომაა, რომ კომპანიის განვითარება განისაზღვრებოდეს არა დამატებული მომსახურებების რაოდენობით, არამედ იმ ღირებულებითა და ხარისხით, რომელსაც თითოეულ მიმართულებაში ვქმნით.

3რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილი პერიოდისთვის - იგეგმება თუ არა ახალი სერვისების ან მიმართულებების დამატება?

ამჟამად რამდენიმე საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი Hamptons & Soles-ის საგანმანათლებლო YouTube არხის შექმნაა.

2018 წლიდან დღემდე 20 000-ზე მეტ პრემიუმ ნივთზე გვიმუშავია. ამ გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ძვირადღირებული ფეხსაცმლისა და ჩანთების დაზიანების მიზეზი ხშირად არასწორი მოვლა, შეუსაბამო საშუალებების გამოყენება ან შენახვის არასწორი პირობებია.

ამასთან, SAPHIR-ის პროფესიონალური მოვლის საშუალებების მიმართ მომხმარებლების მხრიდან საკმაოდ მაღალი მოთხოვნა და ინტერესი გვაქვს. სულ უფრო ხშირად მოგვმართავენ კითხვებით, როგორ შეარჩიონ კონკრეტული ნივთისთვის შესაბამისი პროდუქტი, რა განსხვავებაა სხვადასხვა მოვლის საშუალებას შორის და როგორ გამოიყენონ ისინი სწორად.

სწორედ ამ ინტერესმა და ჩვენმა მრავალწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ მოგვცა დამატებითი მოტივაცია, დაგვეწყო საგანმანათლებლო პროექტი და დაგროვილი პროფესიული ცოდნა უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა.
YouTube არხზე პრაქტიკულად ვაჩვენებთ, როგორ უნდა მოვუაროთ სხვადასხვა ტიპის ტყავს, ზამშს, ნუბუკსა და სხვა დელიკატურ მასალებს, როგორ შევინახოთ სწორად ძვირადღირებული ფეხსაცმელი და ჩანთები და რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი ყოველდღიური მოვლისას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა SAPHIR-ის მრავალფეროვან პროდუქციას. მომხმარებლებს დეტალურად ავუხსნით და ვაჩვენებთ, როგორ შეარჩიონ შესაბამისი მოვლის საშუალება კონკრეტული მასალისთვის, როგორ გამოიყენონ საწმენდი და დამატენიანებელი პროდუქტები, როგორ დაიცვან ფეხსაცმელი ტენისა და დაბინძურებისგან და როგორ შეინარჩუნონ ნივთის პირვანდელი იერი რაც შეიძლება დიდხანს.

პარალელურად ვაგრძელებთ SAPHIR-ის პროდუქციის ასორტიმენტისა და გაყიდვების მიმართულების განვითარებას. გვინდა, პროფესიონალური მოვლის საშუალებები საქართველოში უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

ასევე ვაგრძელებთ საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშრომლობას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და გუნდის პროფესიულ გადამზადებას.

ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, Hamptons & Soles იყოს არა მხოლოდ კომპანია, რომელიც ძვირადღირებული ნივთების პროფესიონალურ მოვლასა და რესტავრაციას უზრუნველყოფს, არამედ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით ხელს უწყობდეს საქართველოში ხარისხიანი ნივთების მოვლის კულტურის განვითარებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა