მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბევრ ქვეყანაში მუშაობს ეს მოდელი - დავით ონოფრიშვილი ე.წ. დაშენებულ სადაზღვევო პაკეტზე

news image
mbc image

საყოველთაო ჯანდაცვას შესაძლოა, კერძო სადაზღვევო პაკეტი „დაშენდეს“ და ე.წ. „ჯიბიდან გადახდები“ მინიმუმამდე დავიდეს.

საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტზე კერძო სადაზღვევო პაკეტის „დაშენების“ საკითხი მე-14 ეკონომიკურ ფორუმზე გაჟღერდა, რომელსაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა.

მინისტრმა კერძო სექტორის ინიციატივა მოისმინა და საკითხზე შემდგომი განხილვისა და მსჯელობის პირობა დადო. 

როგორც Business Insider Georgia-სთან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, თუ კი საკითხზე მსჯელობები შედგება ეს რეალურად წაადგება ყველა მხარეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს და რაღა თქმა უნდა მომხმარებელს.

„დღეს საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით 700 ათასი ადამიანი კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერაა დაზღვეული, რაც საკმაოდ დიდი ციფრია და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. დღეს წამოიჭრა ისეთი საკითხები როგორიცაა, ვინც სახელმწიფო დაზღვევაშია ჩართული, მათ არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ კერძო სადაზღვევო კომპანიების პროგრამებში და პირიქით. ამიტომ იყო რიგი მოსაზრებები გამოთქმული, მათ შორის ჩემს მიერ, რომ საყოველთაო დაზღვევაში მყოფ ადამიანებს, ვისაც ექნება საშუალება და სურვილი, საყოველთაო დაზღვევაზე ზემოდან დაშენდეს კერძო დაზღვევაც. თუ სუბიექტს აქვს სურვილი, მაშინ მას ჰქონდეს უფლება იყიდოს ისეთი სადაზღვევო პროდუქტები, რომელთაც სადაზღვევო კომპანიები მათი მოთხოვნის მიხედვით შექმნიან. ეს მსოფლიო ბაზარზე რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის და ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს მოდელი მუშაობს, სადაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სადაზღვევო მინიმუმს აძლევს, და ამის შემდეგ მოქალაქე თავად წყვეტს რა პროდუქტი დააშენოს და თავად გადაიხადოს თანხა. 

მეორე თემაა რაც ადრე იყო საქართველოში სხვადასხვა კერძო ჯგუფების გადმოყვანა სადაზღვევო კომპანიების მომსახურებაზე, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს, მაგრამ ამ პროდუქტების ჩამონათვალს შექმნის სახელმწიფო, გარკვეულ ფასს დაადებს და შემდეგ  ვინც იაფად შეასრულებს სადაზღვევო კომპანია იქნება თუ კომპანიათა ჯგუფი. ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით კომპანიები საკმაოდ მოძლიერდნენ აქვთ დიდი გამოცდილება, მათ შორის მართვის. და თუ ეს მოხდება, ჩემი აზრით უფრო ეფექტიანი იქნება ასეთი მართვა და გარკვეულ სახსრებს ჯანდაცვის ბიუჯეტიც კი დაზოგავს და ამ გამოთავისუფლებულ თანხის სხვა მიზნებისთვის გამოყენებას შეძლებს. ყოველ შემთხვევაში არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც არის სამსჯელო“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა