მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბევრი მშენებლობა კარგ მშენებლობას არ ნიშნავს, საკუთრება უფლებასთან ერათად ვალდებულებაც არის - მშენებლობის დროს საჯარო და კერძო სამეზობლო ინტერესები არ უნდა დაზიანდეს | კობა ყალიჩავა

news image
mbc image

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კობა ყალიჩავას განცხადებით, საკუთრების უფლება არ ნიშნავს იმას, რომ პირს შეუზღუდავად უნდა შეეძლოს მშენებლობის განხორციელება.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განმარტა, ბევრი გაცემული სამშენებლო ნებართვა ცალსახად დადებითად ვერ შეფასდება.

„საქართველოში ასე არის მიჩნეული, რომ თუ მიწაზე საკუთრების უფლება გაქვს, შეუზღუდავად შეგიძლია მშენებლობის განხორციელება. ახალი კოდექსი ამოვიდა იმ პოზიციიდან, რომ საკუთრება მარტო უფლება არ არის, ვალდებულებაც არის. მშენებლობა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ საჯარო თუ კერძო სამეზობლო ინტერესები არ დაზიანდეს.

ამოქმედებისთანავე, ბათუმის მაგალითზე, ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში პრაქტიკულად მორატორიუმი გამოცხადდა. ძალიან კარგად გამოჩნდა - საკუთრების უფლება არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია შეუზღუდავად მიიღო მშენებლობის უფლება.

ამ მიმართულებით კოდექსში ძალიან მოქმედი მექანიზმებია გათვალისწინებული. მეორე მხრივ, თუ მიწას სამშენებლო ბიზნესად განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რა მოთხოვნები უნდა არსებობდეს იმ შენობა-ნაგებობების მიმართ, რომლებიც მიწაზე უნდა აშენდეს. აქ საუკეთესო ევროპული გამოცდილება აიღეს და კოდექსში ძალიან მსუყე თავი ეთმობა ამ მიმართულებას. მედეგი, ესთეტიკური პარამეტრებით გამართული, საიმედო შენობა-ნაგებობების მოთხოვნები კოდექსის მიხედვით არის ჩამოყალიბებული.

მესამე, რაც ყველაზე მთავარი იყო, არის ის, თუ ვინ არის მხარე, ვინც ამ ვალდებულებებს აღასრულებს. ესენი არიან არქიტექტორები, ინჟინრები, კონსტრუქტორები, რომლებიც ამ სფეროს ემსახურებიან. ვალდებულების სახით დაწესდა, რომ ისინი უნდა იყვნენ სერტიფიცირებული პირები, რომლებსაც ამ მიმართულებით შესაბამისი ცოდნა გააჩნიათ.

სამივე ნაწილში კოდექსმა გარკვეული ჩარჩო შექმნა, თუმცა ამ ჩარჩოში საუკეთესო შედეგი ვერ მივიღეთ. ამიტომ სამუშაო ძალიან ბევრია. ვხედავთ, რომ კიდევ ბევრი ნებართვა გაიცემა. ეკონომიკისთვის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი მშენებლობა კარგ მშენებლობას ნიშნავს. ბევრი გაცემული ნებართვა ცალსახად დადებითად ვერ შეფასდება. კოდექსის მიზანი ის იყო, რომ შეეზღუდა მშენებლობები და ნებართვა მხოლოდ ისეთ მშენებლობებზე გაცემულიყო, რომლებიც აუცილებელია და საჭიროებებსა და მოთხოვნებს ემსახურება“, - განაცხადა ყალიჩავამ.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა გაცემული სამშენებლო ნებართვები გამჭვირვალე, კობა ყალიჩავას თქმით, ამ მიმართულებით ზოგჯერ ორმაგი სტანდარტი მოქმედებს.

„გაწეული პროცესიდან გამომდინარე ჩანს, რომ ისეთ შემთხვევებში გაიცემა ნებართვა, რომლებზეც განჭვრეტადი თამაშის წესები არ არსებობს. მშენებლობის ნებართვა უნდა გაიცემოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ განჭვრეტადი წესები გვაქვს და ნებართვის გამცემი ორგანოს შეხედულებაზე ბევრი რამ არ უნდა იყოს დამოკიდებული. თუ ასეთი მოცემულობა გვაქვს, სადაც ნებართვის გამცემ ორგანოს დისკრეცია აქვს და მისი შეხედულება გადამწყვეტია, ასეთ შემთხვევებში ნებართვის გაცემა საერთოდ არ უნდა შეიძლებოდეს“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.

მისი თქმით, ახალმა კოდექსმა სწორი ჩარჩო შექმნა, თუმცა აღსრულებისა და ნებართვების გაცემის პროცესში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბევრი სამუშაოა სამშენებლო უსაფრთხოების კუთხითაც.

„ამ მიმართულებით სამუშაო გვაქვს. უსაფრთხოების წესების მხრივ დივერსიფიცირება, ამბიციების გაჩენა აუცილებელია, რათა ხელოვნურად უსაფრთხოების ზედმეტი სტანდარტი არ შევქმნათ. რაც უფრო ლავირებადი და მოქნილია სტანდარტი, მით უფრო მეტად შეიძლება მისი რეალურად დაცვა“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა