BE•YO-ს სასმელების ასორტიმენტს მომავალი წლიდან საკვები პროდუქტების ხაზი დაემატება
fresh იოგურტებისა და შეიკების ბარი BE•YO/ ბიო იო რემბრედინგის პროცესშია. პროექტზე მუშაობა დაწყებულია და 2024 წლის იანვრიდან მრავალფეროვანი სასმელების ასორტიმენტს უკვე საკვები პროდუქტებიც დაემატება.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ფხაკაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ცვლილების მიზანია, ,,ბი იოს" სერვისები მომხმარებლისთვის ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი გახდეს.
,,რემბრედინგი მიმდინარეობს და რიგი საკითხების გადალაგება ხდება. ცვლილების მიზანია, ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქცია ოთხივე სეზონისთვის იყოს მიმზიდველი მომხმარებლისთვის. შემოდგომა და ზამთარი ჩვენი ტიპის ბიზნესისთვის რეალიზაციის თვალსაზრისით კრიტიკული პერიოდია, ვინაიდან გაყინულ იოგურტებსა და შეიკებზე მოთხოვნა იკლებს. ახლა უკვე ასორტიმენტი გაიზრდება დაემატება საკვები, რაც აქამდე არ იყო. თუმცა კონკრეტულად რა გვექნება სიახლედ, სიურპრიზად ვტოვებთ, პროექტი დამუშავების ეტაპზეა", - ამბობს ლაშა ფხაკაძე.
მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ათზე მეტი დასახელების საკვები პროდუქტის დამატება. რაც შეეხება იოგურტებსა და შეიკებს, მათი ასორტიმენტი 50-ზე მეტია.
კომპანია BE•YO ქართულ ბაზარზე 3 ობიექტით არის წარმოდგენილი ,,გალერეა თბილისში“, შარდენზე და საბურთალო სითი მოლში.
ცნობისთვის, BE•YO ისრაელურ-ქართული ჰოლდინგის TSUR GROUP- ის მფლობელობაში არსებული კომპანიაა. ჰოლდინგი საქართველოში დივერსიფიცირებული სახის ბიზნესს ახორციელებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.