მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა თავისი შინაარსით გამორჩეულია ჩვენი ქვეყნისთვის, “პარაგრაფ თაბორი” ორიენტირებულია იმაზე, რომ ახალი ბიძგი მისცეს შესაბამისი ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას - პრემიერი

news image
mbc image
დღეს ჩვენ ვხსნით პროექტ „პარაგრაფ თაბორს", რომელიც თავისი მასშტაბით, ამბიციითა და შინაარსით,  ახალ, ძალიან მნიშვნელოვან თავს წერს ჩვენი დედაქალაქის თანამედროვე ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პროექტის ინიციატორს, ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნა, რომ მისი საქველმოქმედო საქმიანობა თავისი შინაარსით არის გამორჩეული საქართველოსთვის. 
 
„მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ინიციატორს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ამ იდეის სულისჩამდგმელი. მისი საქველმოქმედო საქმიანობა არის, რა თქმა უნდა, გამორჩეული თავისი შინაარსით ჩვენი ქვეყნისთვის. ეს პროექტიც არის მისი საქველმოქმედო საქმიანობის მორიგი გამოვლინება და გამოხატულება. ყველა ასეთი, ანალოგიური პროექტი გამოირჩევა იმით, რომ ის არის ორიენტირებული, არა ფინანსური მოგების მიღებაზე, არამედ ორიენტირებულია იმაზე, რომ ახალი ბიძგი მისცეს შესაბამისი ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამით გამოირჩევა „პარაგრაფ თაბორის" პროექტიც. 
 
ეს კომპლექსი, რომელიც მსოფლიო დონის ბრენდის - „მარიოტის" „ავტოგრაფ ქოლექშენის" ნაწილია, თბილისს ამკვიდრებს ევროპული დონის, პრემიუმ კლასის ტურისტულ და საქმიან ცენტრად. 
„პარაგრაფ თაბორი" თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საინტერესო სინთეზს წარმოადგენს. 
თბილისში პირველი, უმაღლესი დონის გოლფის კლუბი, გამორჩეული სპა-კომპლექსი და ინოვაციური საბაგირო გზა, რომელიც მას ქალაქის გულთან, თავისუფლების მოედანთან აკავშირებს, მას რეგიონისთვის უნიკალურ პროექტად აქცევს", -  აღნიშნა პრემიერმა. 
 
 
ირაკლი კობახიძის შეფასებით, სასტუმროში, გოლფის მოედანსა და საბაგიროში ჯამურად განხორციელებული 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია არის პირდაპირი, გრძელვადიანი დაბანდება  დედაქალაქის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ მომავალში. 
 
 
„ეს ინვესტიცია, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. 
აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ თაბორი" არ არის ერთეული პროექტი. ის არის „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის" მიერ შექმნილი სასტუმროების  ქსელის ნაწილი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს თბილისში, სიღნაღში და მალე აბასთუმანსაც მოიცავს. 
 
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო მისი ამ ინიციატივის განხორციელებაში. მადლობა მინდა გადავუხადო  ტურიზმის განვითარების ფონდს, თითოეულ არქიტექტორს, ინჟინერსა და მშენებელს, ვინც ამ ამბიციური იდეის ხორცშესხმაში იყო ჩართული და ვინც ამ პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანა. 
„პარაგრაფ თაბორი" ჩვენს დედაქალაქს ახალ ხიბლსა და ენერგიას შესძენს და ქალაქის თანამედროვე განვითარების მისაბაძ მაგალითს შექმნის.", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა