მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ბიელსი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image
mbc image

იურიდიული ფირმა „ბიელსი", რომელიც 2000 წელს პროფესიონალი იურისტების მიერ დაარსდა და 25 წლიან საქმიან გამოცდილებას ითვლის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

„ბიელსი" ადგილობრივი ბაზრისა და ეკონომიკის ზრდასთან ერთად განვითარდა და დღეს ის საქართველოში ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს საბანკო და საფინანსო სამართალის, საგადასახადო სამართალის, კორპორაციული ტრანზაქციების, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, სასამართლო დავებისა და საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით სრულ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.

ამჟამად, კომპანიას მართავს შვიდი პარტნიორი და ჰყავს საქართველოში ყველაზე დიდი და მაღალკვალიფიციური იურისტების გუნდი, გამორჩეული უმაღლესი ეთიკური სტანდარტებითა და პროფესიონალიზმით.

2003 წლიდან „ბიელსი" აღიარებულია, საქართველოში მოქმედ წამყვან იურიდიულ ფირმად ყველაზე მსხვილი კვლევაზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლებრივი ჟურნალების (Legal 500, Chambers Global, IFRL) მიერ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ოფისი აქვს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და ბაზარზე წარმოდგენილია პარტნიორი იურიდიული ფირმების გლობალური ქსელით.

„მივესალმებით კომპანია „ბიელსის" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. „ბიელსი" სანდო და სტრატეგიული პარტნიორია როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ასევე,  საფინანსო ინსტიტუტებისთვის, საელჩოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ბიზნესისათვის. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და „ბიელსის" საქმიანი ურთიერთობები შედგა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა