მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170
-0.0069
flag
AZN 1.5459
0
flag
CNY 38.794
-0.004
flag
EUR 2.9849
-0.0106
flag
GBP 3.4892
-0.0135
flag
KZT 55.03
-0.0024
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6278
-0.0003
news banner

Big Sam's ზრდის ახალ ეტაპზეა - კომპანია მართვისა და წარმოების პროცესებს აძლიერებს

news image
mbc image

Big Sam's • ბიგ სემი სწრაფი კვების ქსელია, რომელიც განვითარებას აქტიურად აგრძელებს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ მეოთხე ფილიალი გახსნა, პარალელურად კი მართვისა და წარმოების ცენტრალიზებულ სისტემაზე გადავიდა. მიმდინარე სიახლეებისა და განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Big Sam's-ის დამფუძნებელი ირაკლი გორდელაძე ესაუბრა.

როგორია Big Sam's-ის მიმდინარე სიახლეები და რა მიმართულებებზე მუშაობს კომპანია ამ ეტაპზე?

წარმატებით გავხსენით ჩვენი მეოთხე ფილიალი. ძალიან კარგი სტარტი გვაქვს და მიღებული შედეგებით კმაყოფილები ვართ. ამასთან, კომპანიის ზრდასთან ერთად ოპერირების ახალი მოდელიც დავნერგეთ - ცენტრალიზებულია როგორც სამზარეულო, ისე მართვის ძირითადი პროცესები, რაც საშუალებას გვაძლევს, საქმიანობა უფრო ეფექტიანად ვმართოთ.

ასევე, დავნერგეთ ახალი სისტემები, რომლებიც ხარისხის კონტროლსა და მისი სტაბილურად შენარჩუნებაში გვეხმარება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო და რჩება მასპინძლობის მაღალი ხარისხი, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, განვითარების პარალელურად ეს სტანდარტი უცვლელად შევინარჩუნოთ.

ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ, როგორ შეიცვალა კომპანიის ოპერირება და რა შედეგები მოიტანა გაფართოებამ?

დიღმის ფილიალის გახსნით სრულიად ახალ ბაზარზე გავედით. მიტანის სერვისით უკვე მთლიანად დასავლეთ თბილისს ვფარავთ. ამასთან, აღმაშენებლის ხეივანი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთია. ჩვენი სტუმრები გახდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ადრე იშვიათად გვსტუმრობდნენ ან საერთოდ არ ყოფილან Big Sam's-ში. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ბრენდის ცნობადობა, ისე ყოველდღიური სტუმრების რაოდენობა.

ამ ზრდას შესაბამისი ოპერაციული ცვლილებებიც მოვარგეთ. ცენტრალიზებულია წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი - სოუსები, ხორცი და სხვა ძირითადი პროდუქტები, რათა ყველა ფილიალში გემო და ხარისხი ერთნაირი იყოს და არ გვქონდეს განსხვავებები.

ამასთანავე, ჩვენი ძველი გუნდის წევრები, რომლებიც წლებია კომპანიაში მუშაობენ და Big Sam's-ის კულტურის მატარებლები არიან, დავაწინაურეთ. სწორედ მათი გამოცდილებითა და ჩართულობით ვცდილობთ, Big Sam's-ის ხარისხი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ.

როგორია Big Sam's-ის განვითარების შემდეგი ეტაპი - რა პროექტებსა და სიახლეებზე მუშაობთ ამჟამად?

სექტემბრიდან უკვე დავიწყებთ შემდეგი ფილიალისთვის ლოკაციის მოძიებას.
გვსურს, გაფართოება იყოს დინჯი და გააზრებული, ვიდრე სწრაფი, რადგან არ გვინდა, ამ პროცესში სტუმარმა იგრძნოს, რომ დაიკარგა ის ხარისხი და გამოცდილება, რის გამოც Big Sam's-ს ირჩევდა. ამიტომ თითოეულ ახალ ნაბიჯს განსაკუთრებული სიფრთხილით ვდგამთ.

რა თქმა უნდა, გაფართოება ჩვენი მთავარი მიზანია. თბილისში ჯერ კიდევ არის უბნები, სადაც წარმოდგენილი არ ვართ და გვინდა, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ განვითარება. თბილისის სრულად ათვისების შემდეგ კი ვფიქრობთ დასავლეთ საქართველოს ბაზარზე გასვლასაც.

ამასთანავე, უკვე მიმდინარეობს საუბრები საზღვარგარეთ რამდენიმე ქალაქში გაფართოების შესაძლებლობაზეც, მათ შორის ჩვენი სამხრეთ მეზობლების ბაზრებზე.

ინფორმაციისთვის,Big Sam's-ი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის თბილისის მასშტაბით 4 ფილიალს აერთიანებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აღადგინა NEXT-მა ბათუმის 1888 წლის ისტორიული შენობა - NEXT Downtown

29.07.2026.14:53

ბათუმის ძველ უბანში, რევაზ კომახიძისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, გამორჩეული ისტორიის მქონე შენობა დგას. 1888 წლით დათარიღებული ეს ნაგებობა ათწლეულების განმავლობაში ნელ-ნელა კარგავდა პირვანდელ იერსახეს – ფასადი ძველდებოდა, ავთენტური დეტალები ქრებოდა და შენობის საბოლოოდ ჩამოშლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა.

დღეს ორიგინალური ფასადი ზუსტად ისეთია, როგორიც საუკუნენახევრის წინ იყო. ეს ცვლილება კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორია შედეგი, როდესაც დეველოპერი რეალურ განვითარებაზე ზრუნავს და მისთვის პრიორიტეტი არა კვადრატული მეტრების რაოდენობა, არამედ ქალაქის კულტურული იერსახის შენარჩუნებაა.

ისტორიული მემკვიდრეობა საფრთხის პირას

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ის შენობას თვითნებური ჩარევისგან იცავს და მფლობელს ავთენტურობის შენარჩუნებას ავალდებულებს, მეორე მხრივ კი – ინვესტორისთვის „რთულ აქტივად“ აქცევს. მსგავს პროექტებზე მუშაობა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ნელა მიმდინარეობს და რთულ ბიუროკრატიულ პროცესებს გულისხმობს. ამიტომ, ბევრი ნაგებობა წლების განმავლობაში უყურადღებოდ რჩება: დოკუმენტების მიხედვით დაცულია, სინამდვილეში კი – სრულად მიტოვებული.

ძველ ბათუმში მდებარე ეს შენობაც მსგავს გამოწვევას წარმოადგენდა. თუმცა, ამის მიუხედავად, საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანია NEXT-მა გადაწყვიტა, ემუშავა ისტორიულ ობიექტზე, რაც თავისთავად, წარსულის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შედეგად კი, NEXT Downtown-ი ოფიციალურად გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თვალისთვის უხილავია. რეაბილიტაციის დაწყებამდე სიღრმისეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ჩატარდა. შენობის თავდაპირველი სახე ზუსტად ამ კვლევის საფუძველზე აღდგა და არა სუბიექტური დეკორატიული წარმოსახვით.

ეს დეტალი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიულ ნაგებობებთან მუშაობისას ყველაზე მარტივი გზა ე.წ. „ფასადიზმია“ – როდესაც ძველი ფასადი მხოლოდ იმიტაციისთვის ნარჩუნდება, ხოლო შენობის შინაარსობრივი ავთენტურობა უგულებელყოფილია.

NEXT-ის მიდგომა კი საწინააღმდეგო ლოგიკას ეფუძნებოდა: ჯერ ზედმიწევნით დადგინდა თავდაპირველი იერსახე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო აღდგენაზე მუშაობა.

ისტორიული შენობა და თანამედროვე საცხოვრებელი

ისტორიული ფასადი სრულად განახლდა. შენარჩუნდა ყველა გამორჩეული არქიტექტურული ელემენტი – დეკორატიული პროფილები, აივნები და სხვა ავთენტური დეტალები, რომლებიც ერთად XIX საუკუნის ბათუმის ვიზუალურ ესთეტიკას ეხმიანება.

ახალი ნაგებობის აშენება და მასში მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ადვილია, მაგრამ ხასიათსა და ისეთ თვითმყოფად დეტალებს, როგორიცაა ძველი ორნამენტები, ხელოვნურად ვერ შექმნი – ამ ყოველივეს მხოლოდ დრო ქმნის. სწორედ ამიტომ, შენობის წარსული კომპანიისთვის ტვირთად კი არა, მთავარ უპირატესობად და ღირებულებად იქცა.

ავთენტურობის დაცვა კომფორტის ხარჯზე არ მომხდარა. ისტორიულ გარსს მიღმა შენობა სრულფასოვან თანამედროვე საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნა, რომელიც უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ხარისხის თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

პროექტს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ჰმატებს მდებარეობაც: ბათუმის ისტორიული ცენტრი, ცნობილი პიაცას მოედნის სიახლოვე და რამდენიმეწუთიანი სავალი მანძილი ზღვამდე ამ ადგილს ერთდროულად კომფორტულ საცხოვრებელ და პერსპექტიულ საინვესტიციო სივრცედ აქცევს.

აქ იბადება დღევანდელი მსოფლიო ბაზრის საზომით უიშვიათესი კომბინაცია: ისტორიული მისამართი და ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვე სტანდარტები. სწორედ ამ ორი კომპონენტის ერთიანობა ქმნის ნამდვილ ღირებულებას.

მემკვიდრეობა და ქალაქის მდგრადი განვითარება

სწორი ხედვის მქონე დეველოპერისთვის ქალაქი მიწის ნაკვეთების ჯამი კი არა, ისტორიის მქონე ცოცხალი ორგანიზმია, რომლის მეხსიერებაც სწორედ მსგავს შენობებშია კონცენტრირებული. თითოეული დაკარგული ისტორიული ნაგებობა ქალაქს იდენტობის ნაწილს აკლებს, ხოლო გადარჩენილი მემკვიდრეობა სახეს უნარჩუნებს.

NEXT Downtown-ი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ურბანული განვითარება წარსულის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ისტორიული შენობის გადარჩენა და თანამედროვე, მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნა ცხადყოფს, რომ ბიზნესსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას შორის სწორი ბალანსი ქალაქის მდგრადი მომავლის მთავარი საფუძველია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა