მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.3
-0.0079
flag
AZN 1.5546
-0.0004
flag
CNY 38.907
0.0005
flag
EUR 3.0144
0.0021
flag
GBP 3.5221
0.0192
flag
KZT 55.71
0.0054
flag
TRY 0.0566
0
flag
USD 2.6424
-0.0007
news banner

Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

news image
mbc image

1 ივლისს, თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა, რომელმაც 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა და ტექნოლოგიური კომპანიები, ინოვატორები, ტექ პროფესიონალები და ბიზნეს ლიდერები გააერთიანა. 

კონფერენციის მთავარი თემა იყო - „Big Tech. Global Legends. One Future“ და ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI), კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიტიკის (Data & Analytics), ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (Cloud Technologies), ინფრასტრუქტურის, DevOps-სა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს.  

მთავარი სცენა, ტექნოლოგიური სცენა და სამუშაო სესიების სცენა - ასეთმა მრავალფორმატიანმა პროგრამამ მონაწილეებს საშუალება მისცა, ინტერესებისა და პროფესიული საჭიროებების შესაბამისად აერჩიათ როგორც სტრატეგიულ და ბიზნეს საკითხებზე ფოკუსირებული გამოსვლები, ისე - სიღრმისეული ტექნიკური სესიები და პრაქტიკული ვორკშოპები.

მთავარი სცენიდან, თიბისის ტექ პროფესიონალებმა - გიორგი ვარამიშვილმა, შოთა იორამაშვილმა, ჯუბო ფალელაშვილმა და ნიკა ჟორდანიამ აუდიტორიას გაუზიარეს თუ როგორ იქმნება ინოვაციები თიბისიში და როგორ პასუხობს დიდი კომპანია სხვადასხვა ტექნოლოგიურ გამოწვევებს. 

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების - NVIDIA, Google, Amazon, Microsoft, Google Cloud, AWS წარმომადგენლებმა კი, დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარეს. 

თიბისი, როგორც ყველაზე ტექნოლოგიური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მუდმივად უწყობს ხელს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას. 

Change Inspire-ის მხარდაჭერა თიბისისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მხარი დაუჭიროს იმ პროფესიული საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალს ქმნის. 

გვჯერა, ვქმნით ინოვაციას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მტევანი კოსმეტიკსი“ მომხმარებელს ახალ სურნელოვან კოლექციას სთავაზობს

03.07.2026.14:00

მტევანი კოსმეტიკსი პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს ახალ სურნელოვან კოლექციას სთავაზობს. კოლექცია არომატულ სანთლებს, თხევად და მყარ დიფუზორებს, ასევე სასაჩუქრე ნაკრებებს აერთიანებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ალექსანდრე ბოლქვაძეს ესაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ, „მტევანი კოსმეტიკსი“ კოსმეტიკური კომპანიაა. მსოფლიოს არაერთი წარმატებული ბრენდი, როგორიცაა Richwell, L'Occitane და სხვა, კოსმეტიკურ პროდუქტებთან ერთად არომატული სანთლებისა და დიფუზორების ხაზსაც ავითარებს. სწორედ ამ მიმართულებით გადავდგით ნაბიჯი ჩვენც, რადგან ჩვენი მიზანია „მტევანი კოსმეტიკსი“ სრულყოფილ კოსმეტიკურ და ბრენდად ჩამოყალიბდეს.

ამ კონცეფციის ფარგლებში მომხმარებელს ახალ სურნელოვან კოლექციას ვთავაზობთ, რომელიც მოიცავს არომატულ სანთლებს, თხევად და მყარ დიფუზორებს, ასევე სასაჩუქრე ნაკრებებს. მთელი კოლექცია ყურძნის ექსტრაქტების გამოყენებით არის შექმნილი და განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა.

პროდუქცია პრემიუმ სეგმენტს მიეკუთვნება, რადგან დამზადებულია მაღალი ხარისხის, ნატურალური ინგრედიენტებითა და ძვირფასი ნედლეულით. მაგალითად, ჩვენი თხევადი დიფუზორი სპირტის ბაზაზე არ არის შექმნილი, რის გამოც არომატს უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს და გაცილებით ნელა ორთქლდება.

ამ ეტაპზე ახალი სურნელოვანი კოლექცია ხელმისაწვდომია East Point-ის ახალ სივრცეში, Tbilisi Mall-სა და West Point-ში (ქუთაისი). მომავალში კი პროდუქციის შეთავაზებას სხვა საცალო სავაჭრო ობიექტებისთვისაც ვგეგმავთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ მუშაობას სასტუმროებთან, სპა-ცენტრებსა და სხვა პარტნიორებთან, სადაც მსგავსი პრემიუმ პროდუქციის მიმართ მაღალი ინტერესი და მოთხოვნა არსებობს“, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.

ინფორმაციისთვის, კომპანიის კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა