BILLZ-ის შეძენამ კიდევ უფრო გააფართოვა ჩვენი წვდომა MSMEs-ზე - ვახტანგ ბუცხრიკიძე
თიბისი ჯგუფი 2025 წლის მდგრადობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში წარმოადგენს ჯგუფის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საქმიანობისა და მიღწეული პროგრესის ყოვლისმომცველ მიმოხილვას და მომზადებულია Global Reporting Initiative-ის (GRI) სტანდარტების შესაბამისად.
,,მდგრადი განვითარების ხელშეწყობის ჩვენი მისწრაფება ასახავს პასუხისმგებლობას, შევუწყოთ ხელი უკეთესი მომავლის შექმნას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, გავზარდოთ ფინანსურ და არაფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, დადებითი გავლენა მოვახდინოთ საზოგადოებებზე, შევამციროთ ჩვენი ეკოლოგიური კვალი და მხარი დავუჭიროთ უფრო მწვანე და კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრად ეკონომიკაზე გადასვლას. საქართველოს ძლიერი საფუძვლისა და უზბეკეთში წარმატებული დაფუძნებისა და სწრაფად მზარდ ბაზარზე გაფართოების შედეგად, TBC Uzbekistan-ის სტრატეგიული მნიშვნელობა ჯგუფის ფარგლებში კვლავ იზრდება, რაც მდგრადი განვითარების პრაქტიკების ინტეგრაციას განაპირობებს ფართო რეგიონში",- აცხადებს ,,თიბისი ჯგუფის" გენდირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
მისივე შეფასებით, ESG ინიციატივების განხორციელების კუთხით ჯგუფმა 2025 წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.
,,2025 წელს ჩვენ აქტიურად განვაგრძეთ ESG ინიციატივების განხორციელება. წარმატებით შევასრულეთ და გადავაჭარბეთ მდგრადი დაფინანსების 2 მილიარდი ლარის მიზნობრივ მაჩვენებელს, ხოლო ჩვენი მდგრადი პორტფელი წლიურად 32%-ით გაიზარდა", - აღნიშნავს ვახტანგ ბუცხრიკიძე.
,,თიბისი ჯგუფის" გენდირექტორი ციფრულ და განათლების მიმართულებით არსებულ წარმატებაზეც საუბრობს. აღნიშნავს, რომ ჯგუფის მიერ BILLZ-ის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2025 წლის ჭრილში.
,,2025 წელს TBC Uzbekistan-მა განაგრძო ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარება, როგორც ფინანსური ინკლუზიისა და ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ძალა. ჩვენ გავაძლიერეთ პოზიციები სამომხმარებლო დაკრედიტებისა და გადახდების მიმართულებით, გავაფართოვეთ ყოველდღიური საბანკო სერვისები და დავამატეთ ახალი მიმართულებები, მათ შორის ბიზნესსესხები. BILLZ-ის BILLZ შეძენამ კიდევ უფრო გააფართოვა ჩვენი წვდომა საცალო სექტორში მოქმედ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე (MSME), რაც ხელს უწყობს ჩვენი მზარდი, 6-მილიონიანი საცალო მომხმარებელთა ბაზის ბიზნესკლიენტებთან დაკავშირებას და მათი განვითარების მხარდაჭერას ინტეგრირებული ციფრული ინსტრუმენტების მეშვეობით.
ვინაიდან ტექნოლოგიები კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს TBC-ის ზრდაში, კიდევ უფრო გავაძლიერეთ TBC IT Academy-ის TBC IT Academy საქმიანობა. 2019 წელს დაფუძნებული აკადემია აერთიანებს TBC-ის პროფესიონალებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო წამყვან ექსპერტებს, რაც უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს და ზრდის მის დადებით გავლენას ფართო სექტორზე. დღემდე პროგრამა 5,000-ზე მეტმა სტუდენტმა დაასრულა, რომელთაგან დაახლოებით 30% დასაქმდა TBC ჯგუფში, ხოლო დანარჩენებმა კარიერა წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიებში განაგრძეს. დღეს აკადემია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პლატფორმას საქართველოში პროფესიული განვითარების და ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. 2025 წელს TBC IT Academy-მ წარმატებით განახორციელა მაღალი მოთხოვნის მქონე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კურსები. პროგრამები 677-მა მონაწილემ დაასრულა და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. მონაწილეთა შორის 37% ქალი იყო, ხოლო 39% რეგიონებიდან იყო წარმოდგენილი", - აცხადებს ,,თიბისი ჯგუფის" გენდირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
სხვა სიახლეები
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
16.09.2026.18:19
საქართველოს ბანკი ისთ ფოინთის დაბადების დღის აღსანიშნავად SOLO VISA ბარათის მფლობელებსსავაჭრო ცენტრის 70-ზე მეტ მაღაზიაში SOLO VISA ბარათით გადახდისას 30%-იან ქეშბექს სთავაზობს. (მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით თითოეულ მაღაზიაში).
შეთავაზება მოიცავს ისთ ფოინთის მაღაზიების ფართო სპექტრს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - Massimo Dutti, Boss, Levi's, Lee & Wrangler, Columbia, United Colors of Benetton, Mustang Jeans, Penti, Superdry & Co, Scalpers, Celio, Giordano, JOMA, Topsport, Under Armour, Adidas, Section Forty, Lee Cooper, Etam, Jack & Jones, Vero Moda, Mavi, Gallery Sport, Calvin Klein, Women'secret, Suwen, Gallery Accent / Factory, Converse, Keddo, JB Martin, Cole Haan, New Balance, Studio By Shoes Gallery, Crocs, Salamander, Wortman, Uno Shoes
აქსესუარები - IZIPIZI, Firali, New Time, Carpisa, Regalia, GMT, Tous, Modi – Barner
თავის მოვლა - Lutecia, Ici Paris, More Beauty
სახლი და ოჯახი -Togas Georgia, Forum, New Light, Enza Home, English Home, Bakara, Laboratory My Home, Marco, Bellona
ტექნიკა - Gadget, JBL, Shark | Ninja, Dyson
საბავშვო- Chicco, Panco, XS Toys, Carter's Georgia, Jacadi, Name It, Kids Gallery, Orchestra, Miniso, Yoyoso, LÄTT LIV
შეთავაზებით სარგებლობა მარტივია- საკმარისია გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე განხორციელდეს. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.
გასათვალისწინებელი პირობები და გამონაკლისები
რამდენიმე მაღაზიაში მოქმედებს განსხვავებული პირობები:
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.