BIM Solutions Georgia-მ 2026 წლის პირველი კვარტალი Autodesk-ის პარტნიორობით პროფესიული Community Day-ით შეაჯამა
BIM Solutions Georgia-მ 2026 წლის პირველი კვარტალი მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიებით - Community Day-ით დაასრულა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა საქართველოს AEC სექტორის წარმომადგენლები: არქიტექტორები, ინჟინრები, დეველოპერები, აკადემიური სფეროს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ის, რომ BIM Solutions Georgia-მ საქართველოში პირველად ოფიციალურად წარადგინა Autodesk Forma. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გაუზიარეს Autodesk-ის უახლესი ტენდენციები, ბოლო პერიოდის განახლებები და AEC სექტორისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები პირველი წყაროდან.
თბილისში გამართული დახურული ფორმატის ღონისძიება კომპანიის პარტნიორებს, არსებულ და პოტენციურ კლიენტებს, ასევე სხვადასხვა სექტორის პროფესიონალებს მოემსახურა და მიზნად ისახავდა BIM სამუშაო პროცესებზე, ციფრულ კოლაბორაციასა და თანამედროვე პროექტების მართვის მიდგომებზე პროფესიული დიალოგის გაღრმავებას.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მოიცავდა როგორც პრეზენტაციებს, ისე პანელურ დისკუსიას. სპიკერები სხვადასხვა კომპანიისა და პროფესიული მიმართულების წარმომადგენლები იყვნენ და საუბრობდნენ BIM-ის პრაქტიკულ გამოყენებაზე, ციფრული სამუშაო გარემოს დანერგვაზე, პარტნიორობის როლზე და იმ გამოწვევებზე, რასაც თანამედროვე AEC სექტორი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდება.
პანელურმა დისკუსიამ კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა საღამოს შინაარსი - ერთ სივრცეში გაერთიანდნენ საჯარო სექტორის, უნივერსიტეტის, არქიტექტურული პრაქტიკის, საინჟინრო მიმართულებისა და დიზაინის მართვის წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს BIM-ის რეალურ დანერგვაზე საქართველოში, სხვადასხვა დისციპლინას შორის კოორდინაციის გამოწვევებზე, განათლებისა და ინდუსტრიის ურთიერთკავშირზე და იმაზე, თუ რა სჭირდება დღეს სექტორს უფრო თანამედროვე და კოორდინირებული სამუშაო გარემოსთვის.
ღონისძიება დასრულდა არაფორმალური networking ნაწილით, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსია უფრო თავისუფალ გარემოში გაეგრძელებინათ.
BIM Solutions Georgia-ში აცხადებენ, რომ მსგავსი ინიციატივები კომპანიისთვის მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება არ არის და მათ მიზანია, ქართულ ბაზარს შესთავაზონ არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა, არამედ პროფესიული ცოდნის გაზიარების, საერთაშორისო ტენდენციების გაცნობისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების პლატფორმაც.
სხვა სიახლეები
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
14.08.2026.20:18
საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”
ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგა ოჩხიკიძე, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნატა ოჩიგავა, ლიკუნა ჩაჩიბაია, ზაკო მუშკუდიანი.
„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.
სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.