ბინების 50% გაყიდულია, მშენებლობა სრულად ვადამდე დასრულდება - ,,ლაზიკა რეზიდენსი"
`ლაზიკა რეზიდენსის" მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე 8 სართულის მშენებლობა თითქმის დამთავრებულია.
გეგმის მიხედვით, ობიექტი 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სავარაუდოდ წლის პირველ ნახევარში მზად იქნება და უკვე ზაფხულის სეზონზე ,,ლაზიკა რეზიდენსი" ვიზიტორებს მიიღებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან შპს „განმუხურის სასტუმროს“ დირექტორი თემურ ჩიქოვანი საუბრობს.
,,აქტიური ტემპი გვიჭირავს, ზამთარში კლიმატური პირობების გამო პროცესი ცოტათი შენელდება, თუმცა გაზაფხულიდან ისევ გავაქტიურდებით. დარჩენილია ორი სართულის მშენებლობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2024 წლის პირველ კვარტალშიც დასრულებული იქნება. ავეჯი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი შეკვეთილია. მოთხოვნაც საკმაოდ აქტიურია, ამ დროისთვის ბინების 50% გაყიდულია", - ამბობს თემურ ჩიქოვანი.
მისი თქმით, ,,ლაზიკა რეზიდენსი" დიდ როლს შეასრულებს არა მხოლოდ განმუხურში, არამედ მთლიანად რეგიონში ტურიზმის განვითარებაში.
,,ტურისტული კომპლექსი მოიცავს როგორც სასტუმროს, ასევე საცხოვრებელ აპარტამენტებს. უნივერსალური და მრავალფუნქციური ობიექტია, რასაც სამეგრელოს რეგიონის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი პროექტით ამ კონკრეტული ლოკაციის და ზოგადად სამეგრელოს ტურისტული სეგმენტის განვითარებაში ძალიან დიდ წვლილს შევიტანთ", - აცხადებს თემურ ჩიქოვანი.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, ,,ლაზიკა რეზიდენსის" სამშენებლო სამუშაოებში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა არის ჩართული. ამ მიდგომას შეინარჩუნებენ და სასტუმროს ფუნქციონირების პროცესშიც პრიორიტეტი ადგილობრივი მოქალაქეებს მიენიჭება.
ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით, 20 მლნ ლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.