მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბინების 70% განვადებით იყიდება - ,,თალასა ჯგუფი“

news image
mbc image

თალასა ჯგუფის/Thalassa Group  მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობზე ბოტანიკურ ბაღთან ახლოს, ზღვიდან 800 მეტრის დაშორებით პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.

როგორც Business Insider Georgia- თან ,,თალასა ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა თამარ ლომიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მეოთხე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ბინების 30% გაყიდულია.

„მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მაისში დავიწყეთ.  პროექტი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა გარემოში ხორციელდება. მშენებლობისას გამოიყენება  მაღალი ხარისხის მასალებია, შენობა ენერგოეფექტურობაზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბინების 30% გაყიდულია. ძირითადი მყიდველებია ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში ან ემიგრაციაში არიან. ბინების 70% განვადებით იყიდება, თუმცა ერთიანი გაყიდვებიც თანდათან აქტიურდება. აღსანიშნავია, რომ  ჩვენ გვემსახურება ,,ბაზის ბანკი“ , რომელსაც სესხის გამარტივებული პირობები აქვს.  სესხით ყიდვაც ერთიან გაყიდვაში ითვლება.“, - ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი.

რაც შეეხება ,,თალასა ჯგუფის“ საშემოდგომო აქციას, სწორედ ერთიანი გაყიდვების სტიმულირებისკენ არის მიმართული. ბინის ერთიანი გადახდით შეძენისას  კომპანია მომხმარებლებს 8%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ცნობისთვის, „თალასა ჯგუფის" კომპლექსი 110 ბინას მოიცავს. საცხოვრებელი ბინის ფართი 47მ2-დან 96.1მ2-მდეა.

მიმდინარე მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში დასრულდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა