მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

ბინების უმეტესი ნაწილი არ არის დაზღვეული - აქ განვითარების დიდი პოტენციალია | „არდის" გენერალური დირექტორი

news image
mbc image

ბინების უმეტესი ნაწილი არ არის დაზღვეული - აქ განვითარების დიდი პოტენციალია - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ყველაზე მეტი პოტენციალი არის იქ, სადაც ყველაზე ნაკლებია განვითარება. შეიძლება, რთული იყოს ძალიან იქ განვითარება, მაგრამ ყველაზე მეტი პოტენციალი მას აქვს. თუმცა ყველაზე მარტივი ზღვრული განვითარება შეიძლება იყოს, კი არა და, ალბათ, არის იქ, სადაც ყველაზე მეტი მოთხოვნაა - ჯანმრთელობის დაზღვევა.

ჯანმრთელობის დაზღვევა განაპირობებს უკვე ჯანდაცვის პოლიტიკაში, როგორი იქნება ურთიერთქმედება კერძო სადაზღვევო სისტემებისა და სახელმწიფო სისტემებისა. რაც შეეხება ქონებრივ რისკებს, გააჩნია, როგორი იქნება სახელმწიფოს პოლიტიკა რისკის მართვის ინსტრუმენტებთან მიმართებაში. იმიტომ, რომ მთელ რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული ტიპის სტიმულირება შემოიღოს - აქ სუბსიდიას არ ვგულისხმობ.

აქ საუბარია იმაზე, რომ ბიზნესმა და კერძო ინდივიდებმა ჩამოიყალიბონ ცნობიერება, რომ ინდივიდსაც და ბიზნესსაც შეუძლია, თავისი რისკები დააზღვიოს თვითონ და, რეალურად, მოწყვლადობის ხარისხი შეიმციროს.

მაგალითს მოგიყვანთ: ბინები შენდება, სულ საუბარი გვაქვს თქვენს გადაცემებშიც, რომ დეველოპერული სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია ენერგეტიკასთან და სხვა ბიზნესებთან ერთად და, ამავდროულად, ბინების უმეტესი ნაწილი არ არის დაზღვეული.

ადამიანები იხდიან ძალიან ძვირ თანხას, ყიდულობენ ბინას და ეს დაზღვეული არ არის. თუმცა, ვინც დღეს ახალ ბინას ფლობს და იხდის ყოველთვიურ მომსახურების საფასურს - ლიფტის და ა.შ - თვეში იმაზე იაფი ჯდება წელიწადში ქონების დაზღვევა.

ანუ, თვეში რასაც იხდის იქ და მისთვის ეს ბუნებრივია იცის, რომ პარკინგი მოწესრიგებული იყოს, ეზო და ასე შემდეგ ის, რაც თვეში ჯდება, დაახლოებით მაგდენი ჯდება წელიწადში ბინის დაზღვევა“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გვჭირდება ⁠პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც აჩვენებს სადაზღვევო კომპანიებს თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკისთვის - მიხეილ ჯაფარიძე

24.09.2026.10:40

გვჭირდება ⁠პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც აჩვენებს სადაზღვევო კომპანიებს თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკისთვის - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„Policy-ის რასაც ეძახიან, ჩარჩო გვჭირდება, რა საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება მაგ ნაწილში და ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს ბევრი მოსაზრება. შეიძლება, იქითა მხარესაც, კანონმდებლობის მხრიდანაც, დაიბადოს ძალიან ბევრი იდეა, რომელიც ამ კუთხით დაეხმარება სექტორს.

იმიტომ, რომ ფაქტია, საბოლოო ჯამში, ეს არ უნდა განვიხილოთ არც ერთ შემთხვევაში და არ იქნება სწორი. ჩემი მხრიდან ნამდვილად ამას არც ვიზამდი, რომ კერძო სექტორს უნდა, რომ გაიზარდოს - პრინციპია. აქ საუბარია იმაზე, სადაზღვევო კომპანიებს რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკაში.

თუ ამას ასე შევხედავთ, და რეალურად ასეც უნდა შეხედოს სახელმწიფომ, მერე უკვე ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, მაგალითად, რა როლი შეიძლება შეასრულოს სექტორმა რისკის მართვაში, რა როლი შეიძლება შეასრულონ დაგროვებითი სისტემების განვითარებაში.

მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევა უცხოეთში დაგროვების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომელიც საქართველოში არ არის განვითარებული. ახლაც ვცდილობთ, რაღაცები ვაკეთოთ, მაგრამ ძირითადად სიცოცხლის დაზღვევა, რაც საქართველოში არის, ეს არის ბანკის კრედიტი, როცა თქვენ სავალდებულო წესით უნდა დააზღვიოთ, იმიტომ რომ ბანკი თავის საკრედიტო რისკს აზღვევს.

აი, ასეთი ნიუანსებია, სადაც განვითარდა ახლაც რაც გვაქვს - ესეც კერძო სექტორიდან დავალდებულებული, სავალდებულო ტიპის პროდუქტებია“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა