მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

ბინის ყიდვა დისტანციურად: „თეთრი კვადრატის“ 3D-ტურები ემიგრანტებისთვის

news image
mbc image

უძრავი ქონების შეძენა ადამიანის ან ოჯახის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ეს პროცესიც მარტივდება. დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ მომხმარებლებისთვის ინოვაციური გადაწყვეტა დანერგა და ვებგვერდზე ბინების დეტალური 3D-ტურები დაამატა.

ახალი ფუნქციონალის დახმარებით, ბინის ყიდვის პროცესი უფრო გამჭვირვალე და ხელშესახები გახდა. ვირტუალურ 3D-ტურზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბინის გეგმარება, აღიქვათ შიდა სივრცე, წარმოიდგინოთ ინტერიერის სასურველი დიზაინი და, რაც მთავარია, ნახოთ თუ რა ხედი იშლება თქვენი მომავალი სახლის ფანჯრებიდან ან აივნიდან.

საქართველოში უძრავი ქონების საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ ყიდვა განსაკუთრებული პროცესია ქართველი ემიგრანტებისთვის. საზღვარგარეთიდან ბინის ყიდვა ამ დრომდე რთული იყო - მყიდველს უწევდა, გადაწყვეტილება ნახაზების და რენდერების დათვალიერების შედეგად მიეღო ან საქართველოში მყოფი ახლობლები შეეწუხებინა ადგილზე ბინის დასათვალიერებლად.

ახლა კი, სასურველი ბინის დათვალიერება საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს სმარტფონის და კომპიუტერის ეკრანიდან შეუძლიათ, რაც ბინის არჩევის საშუალებას ამარტივებს.

"ჩვენი მიზანია, ბინის შერჩევა და შეძენა მაქსიმალურად გავამარტივოთ და კომფორტული გავხადოთ თითოეული მომხმარებლისთვის, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად. 3D-ტურები განსაკუთრებით ემოციური, პრაქტიკული და სასარგებლო ფუნქციონალი აღმოჩნდა ჩვენი ემიგრანტებისთვის. აქამდე, ისინი მეგობრების და ნათესავების იმედად იყვნენ, მაგრამ ახლა - საკუთარი მომავალი სახლის კარის გაღება, სივრცის შეგრძნობა და ხედით ტკბობა ვირტუალურად შეუძლიათ. ეს ტექნოლოგია სახლთან, ანუ საწყისთან გვაახლოებს და უკეთესად ინვესტირების საშუალებას გვაძლევს”, - აღნიშნავს “თეთრი კვადრატის” მარკეტინგის ხელმძღვანელი, თინა ხაფავა.

„თეთრი კვადრატის“ ვებგვერდზე 3D-ტურები უკვე ხელმისაწვდომია - სასურველი ბინის დასათვალიერებლად აუცილებელია, აირჩიოთ კონკრეტული პროექტი და ბინა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბინის ყიდვა დისტანციურად: „თეთრი კვადრატის“ 3D-ტურები ემიგრანტებისთვის

29.09.2026.09:00

უძრავი ქონების შეძენა ადამიანის ან ოჯახის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ეს პროცესიც მარტივდება. დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ მომხმარებლებისთვის ინოვაციური გადაწყვეტა დანერგა და ვებგვერდზე ბინების დეტალური 3D-ტურები დაამატა.

ახალი ფუნქციონალის დახმარებით, ბინის ყიდვის პროცესი უფრო გამჭვირვალე და ხელშესახები გახდა. ვირტუალურ 3D-ტურზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბინის გეგმარება, აღიქვათ შიდა სივრცე, წარმოიდგინოთ ინტერიერის სასურველი დიზაინი და, რაც მთავარია, ნახოთ თუ რა ხედი იშლება თქვენი მომავალი სახლის ფანჯრებიდან ან აივნიდან.

საქართველოში უძრავი ქონების საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ ყიდვა განსაკუთრებული პროცესია ქართველი ემიგრანტებისთვის. საზღვარგარეთიდან ბინის ყიდვა ამ დრომდე რთული იყო - მყიდველს უწევდა, გადაწყვეტილება ნახაზების და რენდერების დათვალიერების შედეგად მიეღო ან საქართველოში მყოფი ახლობლები შეეწუხებინა ადგილზე ბინის დასათვალიერებლად.

ახლა კი, სასურველი ბინის დათვალიერება საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს სმარტფონის და კომპიუტერის ეკრანიდან შეუძლიათ, რაც ბინის არჩევის საშუალებას ამარტივებს.

"ჩვენი მიზანია, ბინის შერჩევა და შეძენა მაქსიმალურად გავამარტივოთ და კომფორტული გავხადოთ თითოეული მომხმარებლისთვის, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად. 3D-ტურები განსაკუთრებით ემოციური, პრაქტიკული და სასარგებლო ფუნქციონალი აღმოჩნდა ჩვენი ემიგრანტებისთვის. აქამდე, ისინი მეგობრების და ნათესავების იმედად იყვნენ, მაგრამ ახლა - საკუთარი მომავალი სახლის კარის გაღება, სივრცის შეგრძნობა და ხედით ტკბობა ვირტუალურად შეუძლიათ. ეს ტექნოლოგია სახლთან, ანუ საწყისთან გვაახლოებს და უკეთესად ინვესტირების საშუალებას გვაძლევს”, - აღნიშნავს “თეთრი კვადრატის” მარკეტინგის ხელმძღვანელი, თინა ხაფავა.

„თეთრი კვადრატის“ ვებგვერდზე 3D-ტურები უკვე ხელმისაწვდომია - სასურველი ბინის დასათვალიერებლად აუცილებელია, აირჩიოთ კონკრეტული პროექტი და ბინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა