ბიო პროდუქტებზე ინტერესი და მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია - „ნოვაგი“
ბიო პროდუქტებზე ინტერესი და მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, რაც, ალბათ, დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსახლეობაში ბიო პროდუქტების შესახებ ცნობადობა გაზრდილია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ბიო მეურნეობა ნოვაგი • Novagy-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ჯოლოგუამ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ნოვაგის“ ბიო პროდუქცია ქსელებში შევიდა, მოთხოვნამ ბევრად გადააჭარბა მიწოდებას.
„ნოვაგი“ ქსელებისთვის პროდუქციის მიწოდების განახლებას თვის ბოლოდან გეგმავს, მას შემდეგ, რაც მეურნეობას ახალი მოსავალი ექნება.
„ამ ეტაპზე წარმოებაში პატარა პაუზა გვაქვს აღებული, მაგრამ უკვე თვის ბოლოსთვის განვაახლებთ მიწოდებას.
ზოგადად, წარმოდგენილები ვართ „გუდვილის“ სამ ფილიალში, „ევროპროდუქტის“ თითქმის ყველა ფილიალში, სადაც ხილ–ბოსტნეულის სექცია აქვთ. ასევე წარმოდგენილი ვართ „ნიკორას“ XL ფილიალებში. ასევე ვართ ცალკეულ მაღაზიებში „ფერმარტი“ და „აგრომენი“. ჩვენს ნაკვეთში მცენარეების კაპიტალური სხვლა გვქონდა და ახალი მოსავალი მალე გვექნება.
ამ ეტაპზე გვექნება ჩერი პომიდორის მიქსი, კოქტეილის პომიდორი - ვარდისფერი, კიტრი - მინი და ჩვეულებრივი სახეობა, ასევე გვექნება წიწაკების მრავალფეროვანი სახეობა.
მას შემდეგ, რაც პროდუქცია ქსელებში გავიტანეთ, გაყიდვები მზარდია. გარკვეული პრობლემები გვქონდა მუშახელთან დაკავშირებით და ეს პაუზაც თავის დროზე მუშახელის ნაკლებობამ განაპირობა,“ - აცხადებს ჯოლოგუა.
აღსანიშნავია, რომ „ნოვაგის“ ბიო პროდუქტები მაღაზიებში აქტიურად ივნისიდან გამოჩნდა.
„ნოვაგის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში 2 ჰა ფართობზეა გაშლილი, სადაც 5 500 კვ/მ-ზე სათბურია მოთავსებული.
როგორც „ნოვაგის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიოსა და განსაკუთრებით საქართველოში სასურსათო ბაზარი გაჯერებულია ქიმიურად დაბინძურებული და დაბალი კვებითი ღირებულების მქონე ხილითა და ბოსტნეულით.
„მსოფლიოსა და განსაკუთრებით საქართველოში, სასურსათო ბაზარი გაჯერებულია ქიმიურად დაბინძურებული და დაბალი კვებითი ღირებულების მქონე ხილითა და ბოსტნეულით. წლების განმავლობაში ეს პრობლემა უფრო და უფრო მწვავედ იჩენს თავს, ფიტავს ადამიანის ორგანიზმს, იწვევს ვიტამინების დეფიციტსა და საბოლოო ჯამში უჯრედულ დონეზე ორგანიზმის ფარულ შიმშილს. ზემოთ აღნიშნული, თავის მხრივ , იწვევს სხვადასხვა დაავადებას წლების განმავლობაში და აჩქარებს ორგანიზმის დაბერებას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.