მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბიოდიზელის ექსპორტს შვეიცარიასა და ჩეხეთში ვგეგმავთ - „ბიოდიზელი ჯორჯია“

news image
mbc image

სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო „ბიოდიზელი ჯორჯიას“ დირექტორი მურმან პატარაია Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ბიოდიზელის 98% ექსპორტზე გააქვთ.

კომპანია 2024 წელს საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს. განიხილება ბიოდიზელის ექსპორტი შვეიცარიასა და ჩეხეთში.

„მოთხოვნა ბიოდიზელზე მუდმივად მზარდია. ფასი მცურავია. პროდუქტი თუ ხარისხიანია იყიდება. ექსპორტზე გაგვაქვს პორტუგალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში და ნიდერლანდებთან ვმუშაობთ. ეს ქვეყნებია და სადაც მიმღები პარტნიორი საუკეთესო ფასს დააფიქსირებს იმ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ვგეგმავთ, შვეიცარიას განვიხილავთ აქტიურად. შესაძლოა, დაგვემატოს ჩეხეთის მიმართულება. თუმცა რა ბაზრებიც არის ჩვენი წარმოების სიმძლავრიდან გამომდინარე ჩვენთვის ესეც საკმარისია“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე, საქართველოში ბიოდიზელზე მოთხოვნა დაბალია, რადგან ამ საკითხს შესაბამისი კანონმდებლობა არ არეგულირებს. .

„ევროკავშირში არის ვალდებულება, რომ მოხდეს ნავთობდიზელისა და ბიოდიზელის ბლენდირება. არის სპეციალური აბრივიტურა B5 – 5% -95% ნავთობდიზელი,  ბიოდიზელი, B10 – 10% ბიოდიზელი - 90% ნავთობდიზელი. ასევე არის B20, B100, რომელიც 100%-ით ბიოდიზელია. ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურთან რომ გაჩერდეთ ევროკავშირში, თუ თქვენი ავტომობილის ძრავა მუშაობს დიზელზე, საწვავში, რომელიც იქ იყიდება ბიოდიზელის 7%  უკვე შერეულია. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთია, გარემოზე დადებითი ზემოქმედება, (ბლენდირება გარემოზე დადებითად ზემოქმედებს) და მეორე დადებითი გავლენა აქვს ავტომობილზე. თუ ჩვეულებრივი ნავთობდიზელი თავისი ბუნებით ხისტია, ბიოდიზელი დამარბილებელ ეფექტს აძლევს და ძრავა ნაკლებად ზიანდება. აქედან გამომდინარე ორივე ეფექტი მნიშვნელოვანია. საქართველოში მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დაგვაქვს მოლოდინი, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით ჰარმონიზირდება“, - ამბობს მურმან პატარაია.

იგივე თემაზე:

ჩვენი მიზანია, საქართველოში ბიოდიზელის წარმოება გაიზარდოს და ნედლეული ადგილზე გადამუშავდეს - „ბიოდიზელ ჯორჯია“

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა