მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

,,ბიოგრაფი ლივინგ”-მა ექსკლუზიურ პირობებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში ლიდერ გერმანულ ალუმინის კარ-ფანჯრის და საფასადე სისტემების მწარმოებელ კომპანია “Schüco”-სთან

news image
mbc image

დღეს უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგმა” ექსკლუზიურად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში ლიდერ გერმანულ ალუმინის კარ-ფანჯრის და მინის ფასადების მწარმოებელ კომპანია ,,Schüco”-სთან.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს ეწვია Schüco International KG-ს ვიცე პრეზიდენტი ბატონი დოქტორი იორგ ვესტფალი.

კომპანია ,,Schüco” წარმოადგენს პრემიუმ კლასის ალუმინის საფასადე და კარ-ფანჯრის სისტემების გლობალურ ლიდერს, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინდუსტრიის ამ სფეროში. 

კომპანია ,,Schüco”-ს  ალუმინის სისტემები ასოცირდება მაღალ ხარისხთან და გამძლეობასთან, გააჩნია თბოიზოლაციის საუკეთესო მაჩვენებლები, მათში გამოყენებულია თანამედროვე ინჟინერიის ინოვაციური გადაწყვეტილებები.

,,მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ,,ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი პროექტის, ,,საკენის“ ფარგლებში ვითანამშრომლოთ მსოფლიოში წამყვან ალუმინის კარ-ფანჯრის მწარმოებელ კომპანია ,,Schüco” -სთან. ხარისხი და ინოვაცია , ჩვენი პროექტისთვის მორგებული ექსკლუზიური გადაწყვეტილებები - ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მშენებლობის მაღალ ხარისხზე და სტანდარტებზე, სადაც სწორად მსგავს საერთაშორისო ლიდერ ბრენდებთან

თანამშრომლობას ვგულისხმობთ.”- აცხადებს „ბიოგრაფი ლივინგის“  დამფუძნებელი ბატონი ლევან ფხაკაძე.

“კომპანია „Schüco”-სთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხარისხზე ორიენტირებულ, თანამედროვე მენეჯმენტის მქონე, ფინანსურად ძლიერ  კომპანიებთან პარტნიორობაა. სწორედ ასეთია უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი”, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სამშენებლო მასალების ხარისხს და გამოყენებული პროდუქციის საერთაშორისო ნორმებთან თანხვედრას. სწორედ ამიტომ, გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორიცაა მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ,,საკენი”. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს.“ - აცხადებს „Schüco” -ს ვიცე პრეზიდენტი, ბატონი დოქტორ იორგ ვესტფალი.

კომპანია „Schüco” -ს  70-წლიანი ისტორია  ემყარება  გერმანული ინჟინერიის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, კომპანიის პროდუქცია ასოცირდება ხარისხთან და კომფორტულ გარემოსთან.  კომპანიას გააჩნია საკუთარი ტექნოლოგიური ცენტრი და დამოუკიდებელი საგამოცდო ლაბორატორია.     

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” 2023 წლიდან გამოჩნდა დეველოპერულ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენილია 4 მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტით: საკენი - ვაჟა ფშაველას გამზირზე; მატიანი - წერეთლის გამზირზე; შანტანი - მაიაკოვსკის ქუჩაზე, მუშთაიდის პარკის წინ და ყველაზე მასშტაბური პროექტი ჰისნი, რომელიც ქ. დედოფლის გამზირზე მდებარეობს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $400 მლნ-ია. ,,ბიოგრაფი ლივინგის” პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში. კომპანია 2025 წელს კიდევ არაერთი მასშტაბური, ახალი პროექტების დაანონსებას გეგმავს.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა