მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბიოქიმფარმის GMP ფაგების წარმოება მსოფლიო ყურადღების ცენტრში

news image
mbc image

ბიოქიმფარმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის 2026 წლის ანგარიშში მოხვდა, რომელიც ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალურ პრობლემასა და ამ კრიზისის გადაჭრის გზებს ეძღვნება.

ანტიბიოტიკების ჭარბი და არარაციონალური გამოყენება იწვევს ანტიბიოტიკორეზისტენტობას (ანტიბიოტიკი უძლური ხდება ბაქტერიის მიმართ). დღეს ეს პრობლემა მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზია, 2050 წლისთვის კი ათეულობით მილიონს გადააჭარბებს, იმავე ტემპით განვითარების შემთხვევაში. დღესდღეობით, აღნიშნული გამოწვევის დროს ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ალტერნატივაა ბაქტერიოფაგები (ფაგები), რომლებიც ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით მიზანმიმართულად ანადგურებენ მხოლოდ მავნე ბაქტერიებს, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებს და არ აზიანებენ ადამიანის ორგანიზმში არსებულ სასარგებლო მიკროფლორას.

ანგარიშში ფაგიო®-სა და ფაგების მწარმოებელი კომპანია ბიოქიმფარმი დასახელებულია, როგორც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია საქართველოს პოტენციალი ფაგოთერაპიის განვითარების მიმართულებით.

EBRD-ის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიოქიმფარმის საწარმოს მოდერნიზაციას, საერთაშორისო GMP სტანდარტის შესაბამისად, რომელიც 2023 წელს EBRD-ისა და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში განახლდა 1934 წელს დაარსებული მსოფლიოში პირველი ფაგების საწარმო, რომელიც დღეს საერთაშორისო GMP სტანდარტის, მაღალტექნოლოგიურ, ბიოფარმაცევტულ წარმოებად არის გარდაქმნილი.

ანგარიშის მიხედვით, საწარმოს მოდერნიზაციამ ბიოქიმფარმს მისცა შესაძლებლობა გაზარდოს წარმოების მასშტაბები და კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ფაგოთერაპიის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

„ჩვენთვის, როგორც ანტიბიოტიკრეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში EBRD-ის პარტნიორისთვის, დიდი პატივია ჩვენი განვლილი გზის ასეთი აღიარება. განსაკუთრებით გვახარებს, რომ EBRD-ისა და ჩვენი სხვა პარტნიორების მხარდაჭერით მოხდა 1934 წელს დაარსებული მსოფლიოში პირველი ფაგების საწარმოს მაღალტექნოლოგიური მოდერნიზება და ინოვაციურ წარმოებად გარდაქმნა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, GMP ფაგები და ფაგოთერაპია კიდევ უფრო მეტ პაციენტამდე მივიტანოთ და გლობალურ დონეზე შევუწყოთ ხელი ანტიბიოტიკრეზისტენტობის გამოწვევასთან ბრძოლას“, - რატი ღოლიჯაშვილი, ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა