მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Biosyo ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული თმისა და კანის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია Biosyo • ბიოსიო ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნოდარ ჩომახაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მოკლე პერიოდში ასორტიმენტს დაემატება ხელის კრემი, ტანის გელი და სხვა.
„ცოტა ხანში გარკვეული პროდუქტები დაგვემატება, როგორიც არის ხელის კრემი, „ბოდი“ გელი და სხვა. ამჟამად, დაგვემატა მინი, 30 გრამიანი  ყურძნის წიპწის, ნუშის  და როზმარინის ზეთი “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნოდარ ჩომახაშვილი.
 Biosyo-ს პროდუქციის შეძენა სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობითაა შესაძლებელი.
"ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც პსპ-ს სააფთიაქო ქსელში, ასევე  ინტერნეტ მაღაზია ველი სთორზე, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით და ასევე მცირე 10-15 პატარა სილამაზის სალონში. პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნოდარ ჩომახაშვილი.

კომპანიის მთავარი გეგმა გაფართოებაა. დაგეგმილია პატარა, მცირე მაღაზიების შექმნა.
„2025 ის სამომავლო გეგმები გაფართოებაა რა თქმა უნდა. მომავალი წლიდან ვიწყებთ პატარა, მცირე მაღაზიების შექმნას. მცირე გასაყიდი სტენდები გვექნება. ასორტიმენტს, რაც შეეხება პრაქტიკულად, ყოველ სამ თვეში ერთხელ ახალ პროდუქტს ვამატებთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ნოდარ ჩომახაშვილი.

ცნობისთვის, Biosyo • ბიოსიო  ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. პროდუქცია მზადდება ცივი მეთოდით. ამ მეთოდის უნიკალურობა კი ის გახლავთ, რომ ცივი მეთოდით დამზადებული ნებისმიერი პროდუქცია სასარგებლო თვისებებს სრულად ინარჩუნებს.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა