Birkenstock-მა ძლიერი მოთხოვნის ფონზე ფინანსური პროგნოზი გაზარდა
Birkenstock-მა წლიური გაყიდვების პროგნოზი გააუმჯობესა, რაც მიუთითებს, რომ კომპანიის პრემიუმ სანდლებსა და ფეხსაცმელზე მოთხოვნა კვლავ მდგრადია. კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით, 43.29 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა კვლავ ჩამორჩებოდა ორი წლის წინ დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს 63.68 დოლარს.
სტაბილურმა მოთხოვნამ, პირდაპირ მომხმარებელზე გაყიდვების ზრდამ და აზიის ბაზრებზე ძლიერმა შედეგებმა კომპანიას საშუალება მისცა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექტორში არსებული ფართო სისუსტის მიუხედავად, ზრდა შეენარჩუნებინა.
Birkenstock-ის პირდაპირ მომხმარებელზე გაყიდვების არხით, რომელიც კომპანიის საკუთარ მაღაზიებსა და ვებგვერდს მოიცავს, გაყიდვები 14%-ით გაიზარდა და კვარტალური შემოსავლების თითქმის 39% შეადგინა.
კომპანიის განცხადებით, მოთხოვნა კვლავ ძლიერი იყო როგორც სანდლებზე, ისე დახურულ ფეხსაცმელზე, რასაც ახალი პროდუქტების გამოშვება და სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობა უწყობდა ხელს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.