მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბიტკოინის AML შემოწმების პროცესი და მისი მნიშვნელობა

news image
mbc image

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი, მისი დეცენტრალიზებული ბუნების გამო არაერთხელ იყო ჩართული არალეგალურ საქმიანობებში, ის მაინც ვერ შეედრება ფულის გათეთრების ოპერაციებს, რომელიც დაკავშირებულია ნაღდ ფულთან. 2019 წლის მონაცემებით, მხოლოდ 829 მილიონი დოლარი BTC-ში დაიხარჯა dark web-ზე, რაც ბიტკოინის ყველა ტრანზაქციის 0.5%-ს შეადგენს. თუმცა, საქართველოში კრიპტო ინდუსტრიის განვითარების და მრავალი ინსტიტუციური მოთამაშის ჩართვის ფონზე, ბიტკოინის ტრანზაქციების უსაფრთხოების საჭიროება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.

როგორ გამოიყენება კრიპტო ფულის გათეთრებისთვის

ფინანსური კრიმინალები იყენებენ BTC-ს და სხვა კრიპტო აქტივებს უკანონო საქმიანობების დასაფარად და სახსრების წარმოშობის დასამალად. ბიტკოინის ქსელში ტრანზაქციები ანონიმურია, რაც თაღლითებს უადვილებს ფულის გათეთრების სქემების შექმნას და უხილავად დარჩენას. თუმცა, ფულის გათეთრების პრინციპები, რომლებიც მოქმედებს ნაღდ ფულზე, იგივეა კრიპტოვალუტაზეც. აქ არის ფულის გათეთრების გავრცელებული პრაქტიკა:

  • Tumblers - შერევის სერვისები "ბინძურ" კრიპტოვალუტას ანაწილებს, აგზავნის სხვადასხვა მისამართზე და შემდეგ აერთიანებს მას, რათა შეიქმნას "გათეთრებული" ფული.
  • დაურეგულირებელი ბირჟები - კრიმინალების მიერ  გამოყენებულია ხოლმე კრიპტო ბირჟა, რომელზეც არ არის კრიპტოვალუტის AML შემოწმება, ხდება მრავალჯერადი კრიპტო ვაჭრობა, რომ  საბოლოოდ "სუფთა"  ბიტკოინი გაიტანონ.
  • Peer-to-peer ქსელები - კრიმინალები იყენებენ დეცენტრალიზებულ ქსელებს თანხების საზღვრებს გარეთ გასაგზავნად.
  • აზარტული თამაშები - კრიპტო ტრანზაქციები ონლაინ თამაშებისა და აზარტული თამაშების საიტებზე შეიძლება გამოყენებულ იქნას ფულის გათეთრებისთვის.   

ამ სქემებით გათეთრებული ფულის უმეტესი ნაწილი საბოლოოდ "სუფთავდება" და გადაეცემა პლატფორმებს ისეთ ქვეყნებში, სადაც AML წესები მკაცრად არ რეგულირდება. შემდეგ ისინი კონვერტირდება ადგილობრივ ვალუტაში და გამოიყენება შემდგომი მიზნებისთვის, უჩინარი და "სუფთა" სახით.

AML პროცესები ბიტკოინის ტრანზაქციებისთვის

ბიტკოინის AML შესაბამისობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

● მომხმარებლის შესწავლა და კრიპტო მისამართის AML შემოწმება. AML შემოწმება იწყება CDD პროცესით, სადაც კრიპტო სერვისის პროვაიდერები აგროვებენ და ამოწმებენ მომხმარებლის ინფორმაციას. ეს მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა დადგინდეს BTC ტრანზაქციებში მონაწილე მომხმარებლის ვინაობა.

● ტრანზაქციების მონიტორინგი. ტრანზაქციების უწყვეტი თვალყურის დევნება AML შემოწმების ძირითადი ნაწილია. ავტომატური სისტემები აანალიზებენ ტრანზაქციების შაბლონებს, თანხებს და სიხშირეს, რათა გამოავლინონ საეჭვოა თუ არა ეს კრიპტო ტრეიდინგი.

● სახსრების წყაროს შემოწმება. სახსრების წარმოშობის ლეგიტიმურობის შემოწმება აუცილებელია ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად. AML შემოწმება მოიცავს ბიტკოინის ტრანზაქციებში გამოყენებული სახსრების წარმოშობის დეტალურ შესწავლას.

კრიპტო ვალუტა საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და, მიუხედავად მრავალი უპირატესობისა, მას აქვს გარკვეული ხარვეზები, რომლებსაც თაღლითები ფინანსური სქემების შესაქმნელად იყენებენ. ფულის გათეთრება მხოლოდ კრიპტო ინდუსტრიის პრობლემა არ არის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფულის გათეთრების სქემებით ნაღდი ფულით გამოწვეული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე კრიპტოს შემთხვევაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ  საკითხი არ უნდა დარეგულირდეს. AML მექანიზმების წყალობით, კრიპტო ბირჟებს და ბიზნესებს შეუძლიათ უკანონო ქმედებების მონიტორინგი და შესაბამისი ორგანოებისთვის გადაცემა შემდგომი გამოძიებისთვის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა