მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბიზნეს ასოციაცია წევრ კომპანიებს „თეგეტა ჰოლდინგს", „თიბისი ბანკს" და „მეიჯერელ საქართველოს" „Meliora 2022"-ის კონკურსში გამარჯვებას ულოცავს

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანიებს „თეგეტა ჰოლდინგს", „თიბისი ბანკს" და „მეიჯერელ საქართველოს", „Meliora"-ს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის რიგით მეოთხე  კონკურსში გამარჯვებას.

აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ჰოლდინგი" გახდა „Meliora 2022"- ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია, კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა", რომელიც გულისხმობს კომპანიის გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას და მისი მიზანია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.

„თიბისი ბანკმა" გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „გამჭირვალობა და ანგარიშგება CSR-სა და მდგრადობის საკითხებზე", რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროში საკუთარი ზეგავლენების, საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციას დაუფარავად და გულახდილად აწვდის საზოგადოებას, რაც მნიშვნელოვანია სანდოობის მოპოვების კუთხით.

„Meliora 2022"-ის კიდევ ერთი და გამორჩეული გამარჯვებულია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „მეიჯორელ საქართველო", რომელიც წლის პასუხისმგებელ დამსაქმებლად დასახელდა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს თავის წევრებს „თეგეტა ჰოლდინგს", „თიბისი ბანკს" და „მეიჯერელ საქართველოს" „Meliora 2022"- ის დაჯილდოებაში გამარჯვებას. საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივად, ასევე კერძო სექტორის განვითარების კუთხით.  მიგვაჩნია, რომ მდგრადი განვითარება და კორპორაციული მდგრადობა ბიზნესის წარმოების განუყოფელი ნაწილია და მოხარულნი ვართ, რომ Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარება ბიზნეს კომპანიებს უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნოს ისინი საზოგადოებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა