მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.8
-0.0198
flag
AZN 1.5693
-0.0009
flag
CNY 39.427
-0.0017
flag
EUR 3.1071
-0.0008
flag
GBP 3.591
0.0107
flag
KZT 54.39
-0.004
flag
TRY 0.0581
-0.0001
flag
USD 2.6673
-0.002
news banner

ბიზნეს სექტორს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი როლი აქვს - კახა კალაძე

news image
mbc image

ბიზნეს სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდია, შესაბამისად ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში გადაცემა „დებატებში“, რითაც პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებებს უპასუხა.

„ბიზნეს სექტორს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი როლი აქვს. არ იფიქროთ, რომ სამშენებლო სექტორზე შეტევა შემთხვევით ხდება. 2017 წლამდე რიგი კამპანიები იყო, რომ თბილისი გაჩერებული იყო და არაფერი კეთდებოდა. 2017 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყენაში გრძელვადიანი მშვიდობაა, მიმდინარეობს აღმშენებლობა, უკვე შეტევა მიდის მშენებლობაზე. მაღალია პროცენტობა სამშენებლო ბიზნესის წილისა ქართულ ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა ბიზნესს თანაბრად უჭერს მხარს, პოლიტიკური განწყობების მიუხედავად.

„იქ, სადაც ურბანულად მიუღებელია განაშენიანება, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ამ საკითხს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ ამ ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. ამის მაგალითია პარტია „ლელოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს უდიდესი მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მანვე უპასუხა ოპონენტის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ზოოპარკის ამჟამინდელი ტერიტორია ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს გადაეცა.

„საზოგადოებას მინდა დავანახო სიმართლე. ოპონენტი ამბობს, თითქოს ზოოპარკი ფხაკაძეებს გადავეცით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი კი არ აქვს. სინამდვილეში, 2018 წლიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით. ზოოპარკის ახლანდელ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, რომელიც მზიურს შეუერთდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობას, მერმა განმარტა, რომ აქ ცენტრალური პარკი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ უახლოეს მომავალში მოეწყობა.

„საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აკეთებს ცენტრალურ პარკს. სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დამთავრდება. პროექტის პირველი ვერსია არ მოეწონა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ჩვენი თხოვნით ჩატარდა სამუშაოები, რომ გარკვეული სივრცეები ამოღებულიყო, გადაკეთდა პროექტი. ახლა კი მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თუ ნახავთ არქისთან ან ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მუნიციპალიტეტს არასწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული - გპირდებით, თანამდებობას დავტოვებ და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას | კახა კალაძე

02.06.2026.01:48

ბიზნეს სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდია, შესაბამისად ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში გადაცემა „დებატებში“, რითაც პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებებს უპასუხა.

„ბიზნეს სექტორს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი როლი აქვს. არ იფიქროთ, რომ სამშენებლო სექტორზე შეტევა შემთხვევით ხდება. 2017 წლამდე რიგი კამპანიები იყო, რომ თბილისი გაჩერებული იყო და არაფერი კეთდებოდა. 2017 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყენაში გრძელვადიანი მშვიდობაა, მიმდინარეობს აღმშენებლობა, უკვე შეტევა მიდის მშენებლობაზე. მაღალია პროცენტობა სამშენებლო ბიზნესის წილისა ქართულ ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

,,თუ ნახავთ არქისთან ან ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მუნიციპალიტეტს არასწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული - გპირდებით, თანამდებობას დავტოვებ და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა ბიზნესს თანაბრად უჭერს მხარს, პოლიტიკური განწყობების მიუხედავად.

„იქ, სადაც ურბანულად მიუღებელია განაშენიანება, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ამ საკითხს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ ამ ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. ამის მაგალითია პარტია „ლელოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს უდიდესი მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მანვე უპასუხა ოპონენტის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ზოოპარკის ამჟამინდელი ტერიტორია ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს გადაეცა.

„საზოგადოებას მინდა დავანახო სიმართლე. ოპონენტი ამბობს, თითქოს ზოოპარკი ფხაკაძეებს გადავეცით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი კი არ აქვს. სინამდვილეში, 2018 წლიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით. ზოოპარკის ახლანდელ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, რომელიც მზიურს შეუერთდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობას, მერმა განმარტა, რომ აქ ცენტრალური პარკი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ უახლოეს მომავალში მოეწყობა.

„საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აკეთებს ცენტრალურ პარკს. სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დამთავრდება. პროექტის პირველი ვერსია არ მოეწონა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ჩვენი თხოვნით ჩატარდა სამუშაოები, რომ გარკვეული სივრცეები ამოღებულიყო, გადაკეთდა პროექტი. ახლა კი მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა