ბიზნეს სესხი ავტოტრანსპორტის უზრუნველყოფით დისტანციურად - ახალი პროდუქტი მიკრობანკი ემბისის ბიზნეს ნაკრებში
საქმიანობის განვითარებასთან ერთად მეწარმეების ფინანსური საჭიროებებიც იზრდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები და უფრო მასშტაბური გეგმები. მზარდ მოთხოვნებზე პასუხად, მიკრობანკი ემბისი, ბიზნეს სესხების ნაკრებში მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფილ ბიზნეს სესხსსთავაზობს - 100,000 ლარამდე ლიმიტით, გაუმჯობესებული პირობებითა და დისტანციური მომსახურებით.
რასაც არ უნდა საქმიანობდეთ - ფლობთ აგრომეურნეობას, საოჯახო ბიზნესს, მუშაობთ როგორც რეპეტიტორი, ძიძა, ხელოსანი თუ ეწევით ნებისმიერ პროფესიულ კერძო საქმიანობას - ემბისი თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს ინდივიდუალურად განიხილავს.
ამასთან, კომპანია ითვალისწინებს შემოსავლის სხვადასხვა წყაროებს - იქნება ეს ბიზნესის ბრუნვა, ხელფასი, კერძო საქმიანობა, გზავნილი, იჯარა თუ სხვა - რაც მომხმარებელს ზედმეტი ბიუროკრატიისა და გეუგებარი პირობების გარეშე საჭირო ფინანსური რესურსის მიღების საშუალებას აძლევს.
ემბისიში მიაჩნიათ, რომ მეწარმესთვის დრო მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც პირველ რიგში საკუთარი საქმიანობის განვითარებას უნდა მოხმარდეს. სწორედ ამიტომ, განაცხადის შევსება და ყველა საჭირო დოკუმენტის ატვირთვა ნებისმიერი ადგილიდან, სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, ხოლო საქმიანობის დადასტურება მომხმარებელს ვიდეოზარის მეშვეობით დისტანციურად შეუძლია, მომსახურების ცენტრში ვიზიტისთვის დროის დახარჯვის გარეშე.
ამასთან, დისტანციური მომსახურების არჩევა ემბისიში ფინანსურადაც უფრო მომგებიანია - ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ბიზნეს სესხის მიღება რამდენიმე პროცენტული პუნქტით დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით შეუძლია. „ამგვარად, მეწარმე არა მხოლოდ დროს ზოგავს, არამედ დაფინანსების ხარჯსაც შეამცირებს,“ - ამბობს მიკრობანკი ემბისის კომერციული დირექტორი, გიორგი ღვალაძე.
ემბისიში ავტოტრანსპორტის უზრუნველყოფით 100,000 ლარამდე ბიზნეს სესხის არსებობა მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვისაც, ვისაც უკეთესი პირობების მისაღებად სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან დისტანციურად სურს პორტირება, ან ვალდებულებების გაერთიანება პირობების გაუმჯობესების მიზნით. რაც მთავარია - მარტივად, გამჭვირვალედ, ადამიანურად - ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.
“მიკრობანკი ემბისის განვითარების უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაა. შესაბამისად, კომპანია მუდმივად ზრუნავს ისეთი მოქნილი გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რომლებიც მომხმარებლისთვის პროდუქტებით სარგებლობას კიდევ უფრო მარტივს, მოქნილსა და კომფორტულს გახდის,” - აღნიშნავს გიორგი ღვალაძე.
აქვე, შეგახსენებთ, რომ მიკრობანკმა ემბისიმ ნოემბრის დასაწყისიდან ბაზარს განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრები წარუდგინა, რომელიც გაუმჯობესებულ საკრედიტო პირობებს, გამარტივებულ პროცედურებსა და გაზრდილ ლიმიტებს აერთიანებს 500,000 ლარამდე. სესხების მიღება შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე, უძრავი ქონების უზრუნველყოფით და ახლა უკვე ავტოტრანსპორტის უზრუნველყოფითაც.
ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხის შესახებ გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე.
შეგახსნებთ, რომ მიკრობანკი ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით არსებული 18 მომსახურების ცენტრის მეშვეობით 230,000-ზე მეტ ადამიანს გაუწია მომსახურება. ემბისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული პირველი მიკრობანკია და საქმიანობს მიკრობანკებისთვის დადგენილი მარეგულირებელი და საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად. კომპანიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მათ შორის ResponsAbility, Incofin, Symbiotics, Triple Jump, Finance in Motion და Enabling Qapital-თან. საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ემბისის საშუალებას აძლევს, განავითაროს საქმიანობა და მომხმარებლებს ახალი ფინანსური შესაძლებლობები შესთავაზოს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.