მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბიზნესასისტენტის პროექტი შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და დაფაროს საქართველოს სხვა რეგიონები - იუსტიციის სახლის თავმჯდომარე

news image
mbc image

იუსტიციის სახლი​ ბიზნესასისტენტის პროექტის გაფართოებას რეგიონებში გეგმავს. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში ​სტუმრობისას ისაუბრა. ვახტანგ ჟვანიას თქმით, რეგულარული შეხვედრები ბიზნესთან გაგრძელდება, ხოლო პროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისში მოქმედებს, მომავალში შესაძლოა აჭარისა და სხვა მსხვილი ქალაქების ბიზნესსაც მოიცავდეს, რაც ბიზნესს ქვეყნის მასშტაბით სრულ წვდომას უზრუნველყოფს.


„რეგულარული შეხვედრები ბიზნესთან ბუნებრივია გაგრძელდება და მათი საჭიროებების კვლევა, ამ მიმართულებით - ჩვენ გვყავს რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ამ ანალიტიკურ დოკუმენტს ამზადებს და საჭიროებიდან გამომდინარე უკვე შეხვედრების დაორგანიზებაც მარტივია.


რაც შეეხება ბიზნესს და რეგიონებს და იუსტიციის სახლის ჩართულობას ამ მიმართულებით, პირველი რასაც მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, ის, რომ მაგალითისთვის ბიზნესასისტენტის პროექტი ამ მომენტისთვის მარტო თბილისში არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს მთელ საქართველოში არ აქვს წვდომა იმ სერვისებზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში. ჩვეულებრივად ისინი მიბრძანდებიან იუსტიციის სახლში და ყველანაირ სერვისს მიიღებენ.


თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნესასისტენტის პროექტი შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და დაფაროს საქართველოს სხვა რეგიონები და ეს დამოკიდებულია იმ ტერიტორიებზე, სადაც ბიზნესი ბევრად უფრო აქტიურია. ამიტომ შეიძლება შემდეგი ნაბიჯი იყოს თუნდაც აჭარის რეგიონში ბიზნესასისტენტის პროექტის გაფართოება და შემდგომში უკვე სხვა მსხვილ ქალაქებში. ასე რომ, ჩვენ ჩავთვალოთ, რომ რა ვიცი, გვესმის ბიზნესის საჭიროებები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია და ბუნებრივია საჭიროებიდან გამომდინარე ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ როგორც თბილისში, ისე საქართველოს მთელი საქართველოს მასშტაბით სრულად უზრუნველვყოთ ბიზნესის საჭირო სერვისები“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა