ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
თიბისისთვის ბიზნესების ყოველდღიურობის გამარტივება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისთვის, რომ მეწარმეებმა ბანკთან ურთიერთობისას ნაკლები დრო დახარჯონ და ოპერაციები დისტანციურად შეასრულონ, თიბისის ბიზნესმობაილბანკს მუდმივად ემატება მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალები. პარალელურად, იხვეწება არსებული სერვისები და პროდუქტები, რაც ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
2025 წელს, თიბისის ბიზნესმობაილბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მეწარმეებს ფინანსური ოპერაციების სწრაფად და მარტივად შესრულების შესაძლებლობას აძლევს.
• ონბორდინგი
ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, თიბისის მომხმარებელი 90 წამში, სრულად ონლაინ გახდეს, დამატებითი დოკუმენტებისა და პროცედურების გარეშე.
• ინდივიდუალური მეწარმეების ონბორდინგი
ინდივიდუალურ მეწარმეებს უკვე აქვთ ბიზნეს მობაილბანკით სარგებლობის შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი ფიზიკური პირის მობაილბანკს იყენებს, ბიზნეს მობაილბანკის ჩამოტვირთვას და რეგისტრაციის გავლას იმავე იუზერით (Face ID, იუზერი და პაროლი) შეძლებს.
• QR კოდის გენერირება
ბიზნეს მობაილბანკში შესაძლებელია ანგარიშის ნომრის QR კოდის გენერირება. ფუნქციონალი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ტერმინალი ან ანგარიშის ნომრის ხელით გაზიარება უწევთ. QR კოდით სარგებლობისთვის, იმ ანგარიშის ნომერს უნდა დააჭიროთ, რომლის QR-ის გაზიარებაც გსურთ. ამის შემდეგ, კოდი ავტომატურად დაგენერირდება.
• ინვოისის შექმნა
ბიზნეს ინტერნეტბანკს ინვოისის შაბლონი დაემატა, რაც ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მხოლოდ სავალდებულო ველების შევსებით მიიღონ გამზადებული დოკუმენტი.
• მომხმარებლის მენეჯმენტის ფუნქციონალი
კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა აქვს, ბიზნეს მობაილბანკში დაამატოს თანამშრომლები და მიანიჭოს მათ კონკრეტული უფლებები (დადასტურება, რედაქტირება და სხვა). უფლებების მინიჭება შესაძლებელია განსაზღვრული დროით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დროის გახანგრძლივებაც.
• ანგარიშის გახსნა
ბიზნესმომხმარებლებს ე.წ. ონბორდინგის დასრულების შემდეგ, ანგარიშის გახსნა უკვე დისტანციურად, ბიზნესმობაილბანკიდან შეუძლიათ.
ბიზნესების საქმიანობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, 2026 წელს, კიდევ არაერთი სიახლე დაემატება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
10.08.2026.14:41
განათლება გამარჯვებაა! სწორედ ამ რწმენით აგრძელებს თიბისი – ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი – ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე. ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს ეროვნული ხელოვნური ინტელექტის ნაკრების წარმატებული გამოსვლა ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026), რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა.
საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო კონკურენციაში გამორჩეული შედეგი აჩვენა და ჯამში 8 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა: 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე ერთი საპატიო სიგელი. გუნდურად კი საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა 109 ქვეყანას შორის.
ოქრო:
ნიკოლოზ გეგენავა = ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
გიორგი მაისურაძე - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
ვერცხლი:
ნიკოლოზ ყიფშიძე - 136-ე საჯარო სკოლა.
ანტონ ინგოროყვა - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
მათე რეხვიაშვილი - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
ბრინჯაო:
ლუკა ბერიკელაშვილი - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
ნიკოლოზ კილაძე - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
საპატიო სიგელი
გიორგი ცქიტიშვილი - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე შექმნილ ტექ ოლიმპიადების ჰაბში, საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მრავალთვიანი, ინტენსიური მომზადება გაიარა. მონაწილეებმა GAIA-ს სპეციალური საოლიმპიადო პროგრამის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების პრაქტიკული მიმართულებები შეისწავლეს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ელყანიშვილია, თანახელმძღვანელები კი ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ირიან.
IOAI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასკოლო ტექნოლოგიური შეჯიბრებაა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. საქართველო მასში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. მოპოვებული გამარჯვებები ქვეყნის AI განათლების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.
თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას აძლევს, მათ შესაძლებლობებს ავითარებს და საერთაშორისო წარმატებისთვის ამზადებს. IOAI 2026-ზე მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანმიმართული განათლების მხარდაჭერა ქვეყნის მომავალი წარმატების საფუძველია.