მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

ბიზნესი დღეს თავად აწესებს განვითარების ახალ, უმაღლეს თამასას და ამ კუთხით „თეგეტა ჰოლდინგი" არის ნამდვილად გამორჩეული - პრემიერი

news image
mbc image

ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "თეგეტა მოტორსის" რეგიონული ჰაბის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ. „მიხარია, რომ დღეს ამ შთამბეჭდავ კომპლექსში ვიმყოფები. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და, რა თქმა უნდა, ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიციაა მასში განხორციელებული და ასეთი მასშტაბური პროექტი ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ეს არის თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი უნიკალური პლატფორმა, რომელიც თავისი სტანდარტებით სცილდება შიდასახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე ამიერკავკასიაში, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ ადგილზე, რაც, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ. ჩვენ გვიხარია, რომ ბიზნესი დღეს თავად აწესებს განვითარების ახალ, უმაღლეს თამასას და ამ კუთხით „თეგეტა ჰოლდინგი" არის ნამდვილად გამორჩეული. დასაფასებელია ასევე კომპანიის მიდგომა გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოებისადმი. სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე, უსაფრთხო სტანდარტები აჩვენებს, რომ ჩვენი ლოგისტიკური დერეფანი არამხოლოდ სწრაფი და ეფექტური, არამედ ცივილიზებული და მდგრადიც არის. სახელმწიფოსთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა არის პრიორიტეტი, რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე. მე მინდა, მადლობა გადავუხადო „თეგეტა ჰოლდინგის" დამფუძნებელს, ბატონ თემურს, მადლობა „თეგეტა ჰოლდინგის" ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ ეს ბიზნესინიციატივა ძალიან დიდი წარმატებით შედგა და განხორციელდა. მსგავსი მასშტაბური პროექტები კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციას გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე,"- განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება

22.10.2026.18:55

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო.

22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა.

თბილისი-ამანის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Royal Jordanian Airlines-თან მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აწარმოებდა, შედეგად, ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა