ბიზნესი ხედავს, რომ საინვესტიციოდ ხელსაყრელი პირობაა ეს კონკრეტული პერიოდი - ლევან ვეფხვაძე
ბიზნესი ხედავს, რომ საინვესტიციოდ ხელსაყრელი პირობაა ეს კონკრეტული პერიოდი - ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ, BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის" ეთერში განაცხადა.
„მე ვფიქრობ რომ ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი რომ ბიზნეს კვლევის მაჩვენებლები ძალიან კავშირშია და კორელაციაშია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან და პირიქით, იმიტომ რომ ბიზნესი, კერძო ნაწილი მნიშვნელოვანი კონტრიბუტურია ეკონომიკური ზრდის, დამატებით ღირებულების შექმნის ქვეყანაში. შესაბამისად, თუ ვხედავთ რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია ბიზნესის ნაწილშიც განწყობები, აქტივობები და ასე შემდეგ აქაც მზარდია და პირიქით, თუ ვხედავთ რომ ბიზნესი არის ოპტიმისტურად განწყობილი და ოპტიმიზმი ბიზნესში ნიშნავს იმას რომ ის ცდილობს გაფართოებას, ახალი პროექტების დაწყებას და ასე შემდეგ. ვხედავთ რომ ეს ყველაფერი მერე უკვე ეკონომიკურ ზრდაში აისახება ანუ რაღაცნაირად ერთ ფურცელზეა თავმოყრილი.
თქვენ რომ ვნახოთ წინა კვარტლის მოლოდინები მცირედით შემცირებული იყო და ეს გაუარესება დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვითარებასთან იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკავშირდება, მაინც იმ გლობალურ გაუგებრობას და ომებს და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს. მათ შორის, ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ბოლო პერიოდში ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადაფარა მიუხედავად ამ ნეგატიური გეოპოლიტიკური დინამიკისა, რომელსაც ჩვენ გარშემო ვხედავთ გადაფარა იმ აქტივობებმა რომელიც უკავშირდება გაყიდვებს, სერვისების პროდუქტების. მნიშვნელოვანი ზრდა არის და აქედან გამომდინარე, ბიზნესი ხედავს რომ საინვესტიციოდ ხელსაყრელი პირობაა ეს კონკრეტული პერიოდი. შესაბამისად, თუ მე იმედი მაქვს რომ ეხლა რომ ჩავდებ გარკვეული პერიოდის მერე უკუგებას, სარგებელს ვნახავ შესაბამისად, მივიღებ გადაწყვეტილებას ახალი პროექტების დაწყების, პროექტების გაფართოების, მაგრამ აქ უკვე ვხედავთ რომ იზრდება ძალიან მნიშვნელოვნად მოთხოვნა სამუშაო ძალაზე და ვხედავთ დეფიციტს ამ სამუშაო ძალაზე განსაკუთრებით სპეციალისტების ნაკლებობაზე იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს, ან ვიწყებთ გადაიარაღებას, შეცვლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მაინც ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება და აი აქ უკვე გვიჭირს როგორც ჩანს ადგილზე სამუშაო ძალის ნაწილში შრომის ბაზარზე მიწოდება და მიწოდების პრობლემაა. გარკვეულწილად ახსენე პარადოქსი იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს რაღაც სტრუქტურული უმუშევრობა იმ გაგებით რომ ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის, რომელიც ეძებს სამუშაოს და მეორეს მხრივ, გვაქვს სამუშაო ადგილები რომელზეც ვერ ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება და ეს აცდენა ბაზარზე არის სერიოზული გამოწვევა დღემდე ბოლო რამოდენიმე წელია ჩვენ ვხედავთ რომ ეს გამოწვევა არის მას შემდეგ რაც ბიზნესი არის აქტიური. ბიზნესი აქტიურია, ბიზნესს გაფართოება უნდა, ახალ ინვესტიეიცებს ახორციელებს და ბოლოს აღმოაჩენს რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ამ პროექტების განვითარებისთვის სპეციალისტების ნაკლებობა“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
სხვა სიახლეები
გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი ვართ - Nasdaq-ის წარმომადგენელი
14.09.2026.17:52
„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და ვართ GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას. Nasdaq-ი, ვაერთიანებთ საზოგადოებებს, ეს არის კომპანიის დნმ-ი და არსი, რადგან ისტორიულად ჩვენ ბაზრებს ვმართავთ. აქ, Nasdaq-ის ფინტექი ასევე უზრუნველყოფს ტექნოლოგიას საქართველოს ფინანსური საზოგადოების გასაერთიანებლად, რათა გაუმჯობესდეს ფინანსური ინფრასტრუქტურა " - ამის შესახებ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე" Nasdaq-ის მმართველმა დირექტორმა ვინსენტ ლემარმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026" გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება.