ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და ციფრული სერვისები განვითარდა - თამარ ზოდელავა
ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და ციფრული სერვისები განვითარდა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ განაცხადა.
„მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ყოველთვის იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან განხორციელებულა. მათ შორის არის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც 2022 წლის 1-ელ იანვარს შევიდა, მაგრამ მისი მთავარი მნიშვნელობა განსაზღვრულია იმით, რომ ის სთავაზობს ბიზნესის მონაწილეებს თანამედროვე, მოქნილ და, რაც მთავარია, სტაბილურ ბიზნესგარემოს და სამართლებრივ გარემოს, რაც მთავარია.
რას ვგულისხმობ ამაში? რა თქმა უნდა, მეწარმე სუბიექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს თავისი საქმიანობის წესები, ანუ განჭვრეტადი იყოს ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის საქართველოში. ასევე, ბუნებრივია, უნდა იყოს პროგნოზზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იმისათვის, რომ მან სანდო გარემოში შეცვლოს გრძელვადიანად საქმიანობის განხორციელება. სწორედ ეს განაპირობებდა იმას, რომ ახალი კანონი შემუშავდა და მიღებულ იქნა.
ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გამარტივდა სარეგისტრაციო პროცესები და შეიქმნა ციფრული სერვისები ბიზნესისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ სარეგისტრაციო პროცესი იყოს ნაკლებბიუროკრატიული და ასევე იყოს ხელმისაწვდომი, ციფრულად ხელმისაწვდომი. ამაზე, ბუნებრივია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუდმივად მუშაობს და ავითარებს იმ სერვისებს, რომლებსაც სთავაზობს ბიზნესსუბიექტებს“, - აცხადებს თამარ ზოდელავა.
სხვა სიახლეები
ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და ციფრული სერვისები განვითარდა - თამარ ზოდელავა
09.11.2026.09:37