ბიზნესის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია - ირაკლი კობახიძე
2004-2012 წლები იყო ის პერიოდი, როცა ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და ნებისმიერი პოლიტიკური, კრიტიკული განცხადება ბიზნესის მხრიდან, ნიშნავდა იმას, რომ ამას მოჰყვებოდა ან რეკეტი, ან ციხეში გაშვება და ა.შ. დღეს გვაქვს დემოკრატია, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბიზნესი არის თავისუფალი და ასეთ პირობებში ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად აკეთებენ განცხადებებს.
„რეალურად, არის თვისებრივი თანხვედრა პარტიის რეიტინგსა და კანონის მხარდაჭერას შორის, პრინციპულადაა ეს ორი მაჩვენებელი თანხვედრაში ერთმანეთთან. რაც შეეხება ბიზნესს, ზოგადად, წინა ხელისუფლებებზე როცა არის საუბარი, შეგახსენებთ, რომ 2004 წლამდე ჩვეულებრივი ამბავი იყო ბიზნესის მხრიდან კრიტიკული განცხადებები, 2004-2012 წლები იყო ის პერიოდი, როცა ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და ნებისმიერი პოლიტიკური, კრიტიკული განცხადება ბიზნესის მხრიდან, ნიშნავდა იმას, რომ ამას მოჰყვებოდა ან რეკეტი, ან ციხეში გაშვება და ა.შ. დღეს გვაქვს დემოკრატია, ბიზნესი არის თავისუფალი და ასეთ პირობებში ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად აკეთებენ განცხადებებს. შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს ეს განცხადებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მათი საქმეა. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. ამ პირობებში, ზოგადად, ბიზნესი რომ არის ხელისუფლების მხარდამჭერი ხშირად შფოთავენ ხოლმე ჩვენი ოპონენტები. სინამდვილეში ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია არავის უნდა უკვირდეს, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლებისა არის სწორედ ბიზნესის თავისუფლება,“- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.